| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და როგორ შეძლო მათთან გამკლავება; რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად და რას ურჩევდა მშობლებს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის. დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის წესები თუ რეკომენდაციები, რომლებიც ხელს უშლიან ვირუსის გავრცელებას.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და უფრო მოქნილი გახადა განათლების სისტემა მსგავსი გამოწვევებისთვის.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც რთული და ახალი გამოწვევების წინაშე მდგარ წელს. ვფიქრობ, რომ კოორდინირებული მუშაობით, საზოგადოების ყველა ნაწილის ჩართულობით, გავართვით თავი ამ სირთულეებს.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- კრეატიულობა, თავისი საქმის უსაზღვროდ სიყვარული, არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მოსწავლეებთან და კოლეგებთან, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა საქმისადმი ამ რთულ პერიოდში. მათი ყველა წამოწყება მხარდაჭერილია დირექციის მიერ.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს სურვილი სიახლეების ათვისებისა, მათი მონდომება და მიზანსწრაფულობა ამ საკითხში. ბავშვებმა საოცრად კარგად აუღეს ალღო იმ სიახლეებს, რომლებიც გამოიწვია კოვიდ-პანდემიამ.
- მშობლებს ვურჩევდი...
- მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და გახდნენ განუყოფელი ნაწილნი სასკოლო საზოგადოებისა.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- პანდემიის დასრულებაზე, რომ ძევრის საჯარო სკოლამ კვლავ შეძლოს ზამთრის და ზაფხულის ბანაკების მოწყობა, საკვირაო და საშაბათო სკოლების მოწყობა; უფრო თამამად შევძლოთ სასკოლო ლექციებისა და საქველმოქმედო აქციების განხორციელება; უფრო თამამად მოვიწვიოთ ჩვენი პარტნიორი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ დავდგათ სპექტაკლები და განვახორციელოთ ყველა ის აქტივობა, რითაც ძევრის საჯარო სკოლა საქვეყნოდ იყო გამორჩეული.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას