სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლის უპირველესი მოვალეობა შვილისთვის განათლების მიცემაა“- ვასილ ქეშელაშვილი, წინარეხის საჯარო სკოლის დირექტორი
24-02-2021
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის, წინარეხის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, ხელმძღვანელთან ერთად, არ შეუშინდა იმ სირთულეებს, რომელიც კოვიდ-პანდემიამ და დისტანციურმა სწავლებამ შექმნა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში და დღეს, თამამად შეუძლიათ თქვან, რომ მოსწავლეებს სათანადო, საფუძვლიანი განათლება მისცეს. მშობლიური სკოლის კედლებში დაბრუნებულები კი, კვლავ არ დაზოგავენ თავს; ყველაფერს გააკეთებენ რათა განათლებული თაობების აღზრდის სწორ გზას არ გადაუხვიონ,  მზად შეხვდნენ ყველა გამოწვევას და ერთგულად ემსახურონ საყვარელ საქმეს. ამ ყველაფრის შესახებ კი წინარეხის საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ქეშელაშვილი ბლიც-ინტერვიუში საუბრობს.

-კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ უფალმა რაც მისცა ადამიანს, იმით უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა ჩაერიოს ადამიანი უფლისგან შექმნილში და გაუფრთხილდეს თავის სამკვიდროს, ბუნებას, დედამიწასა და სამშობლოს.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ-გაკვეთილები სასწავლებლად აუცილებელია ექსტრემალური მდგომარეობის დროს, თუმცა რეალურ სწავლებას ვერ ჩაანაცვლებს.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ყველაზე საშინელს, ჩვენი დროის ისტორიაში მთელ პლანეტაზე და იმედია, მომავალი წელი უკეთესი იქნება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლის წარმატება არა პირადი, არამედ მისი აღსაზრდელების წარმატებაა და როცა ამ შედეგს მიაღწევს, მაშინ ფასდება ამაგი და ჩანს, რომ მასწავლებლის შრომას ამაოდ არ ჩაუვლია.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ახალი თაობა ახალი გამოწვევების წინაშე დგება დროის შესაბამისად, ამიტომ არ მიკვირს, რომ მათი აზროვნება დროის შესაბამისად იცვლება.

- მშობლებს ვურჩევდი...

- რომ, მშობლის უპირველესი მოვალეობა შვილისთვის  განათლების მიცემაა.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ხშირად ვფიქრობ მომავალზე... და მომავალ თაობებსაც ვურჩევ, ისწავლონ, მიიღონ განათლება - „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება