| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ანდეზიტის საჯარო სკოლაში დღეს ზარი მოსწავლეებისთვის წკრიალებს, დირექტორი, ზოია თიგიშვილი კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, კორონა-ვირუსის პანდემიამ რა გამოცდილება შესძინა, როგორ დაძლიეს ყველა წინააღმდეგობა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, მოსწავლეები არც სკოლას დაშორებოდნენ, არც ეროვნულ სასწავლო გეგმას ჩამორჩენოდნენ და რაც მთავარია, მიეღოთ საფუძვლიანი განათლება.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- რომ საჭიროა ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჰიგიენის ნორმების დაცვა და მნიშვნელოვანი რჩევების გათვალისწინება.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- ახალი კომპეტენციების ათვისება და განათლების ტრანსფორმაცია.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- გამოწვევების წლად მსოფლიოსთვის.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- მოსწავლეებთან ჯანსაღი დამოკიდებულებები.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- უნარები, ტექნოლოგიური სიახლეების სწორად გამოყენების უნარი.
- მშობლებს ვურჩევდი...
- მეტად იყვნენ შვილების სასწავლო ცხოვრებაში ჩართულნი და მეტ დროს უთმობდნენ მათთან ურთიერთობას.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- მომავალ, ჯანსაღ თაობაზე და სურვილი მაქვს, ბედნიერ, ღირსეულ თაობებს ეცხოვროთ საქართველოში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას