სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უსაფრთხო სკოლა ჩვენი პრიორიტეტია“ - ბათუმის N20 სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია
23-02-2021
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, დისტანციური სწავლების მოდელიდან პირისპირ სწავლების მოდელზე გადასვლის შემდეგ, covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, სკოლაში გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სასწავლო დაწესებულების შენობაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია. 

„ძვირფასო მშობლებო, პედაგოგებო და მოსწავლეებო! უსაფრთხო სკოლა ჩვენი პრიორიტეტია! ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებაზე!

იმისათვის, რომ ფლობდეთ ამომწურავ ინფორმაციას მასზედ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ სკოლის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ დისტანციური სწავლების მოდელიდან პირისპირ სწავლების მოდელზე გადასვლისას, სკოლამ გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა დაცული ყოფილიყო სკოლაში მასწავლებლების, მოსწავლეების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

სრულად არის უზრუნველყოფილი სპეციალური აღჭურვილობებით: დისტანციური თერმომეტრებით, დეზობარიერით (განლაგებულია ყველა შემოსასვლელთან), ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით;

სკოლა სათანადოდ აღჭურვილია სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს პანდემიის პირობებში სკოლებისთვის გაწერილი რეგულაციების ზუსტი დაცვა;

დილის 8:00 საათიდან 18:00 საათამდე სკოლაში ჩართულია ცენტრალური გათბობის სისტემა; სკოლის ყველა საპირფარეშოში მუდმივად არის წყალი;

ინტენსიურად ხდება ოთახების განიავება დასვენებაზე და პერიოდულად გაკვეთილების მიმდინარეობისას; ხდება მოსწავლეთა ნაკადების მართვა სკოლაში შემოსვლის და გასვლის დროს.

ასევე, უზრუნველყოფილია დისტანცია სპეციალურად გამოყოფილი მორიგე პედაგოგების მიერ. მარაგები განლაგებულია მუდმივ განიავებად ფართში;

სველი წერტილები უზრუნველყოფილია თხევადი საპნისა და ხელის ქაღალდის დისპენსერებით; უზრუნველყოფილია მუდივი გამდინარე წყლით, დახურული სანაგვე ურნებით როგორც ხელსაბანებთან, ასევე ინდივიდუალურ კაბინებში;

ნაკადები რეგულირდება დირექტორის ბრძანების შესაბამისად: სხვადასხვა კლასი სხვადასხვა კარიდან შედის;

უზრუნველყოფილია თერმოსკრინინგი, საიზოლაციო ოთახის ფუნქციონირება, ვიზიტორთა აღნუსხვა; ეზოში, შენობის საერთო სივრცეებში, საკლასო ოთახში განთავსებულია ნიშნულები დისტანციის დაცვისთვის; მერხები საკლასო ოთახებში განლაგებულია მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანციის დაცვით;

როგორც იცით, პირბადის ტარება სავალდებულოა 5-12 კლასის ყველა მოსწავლისთვის მუდმივად, მასწავლებლებისთვის კლასში მოსწავლის სიახლოვეს, დერეფანსა და სხვა საერთო სივრცეებში მუდმივად;

სკოლის მთლიანი სივრცე ლაგდება სისტემატიურად, ხდება სრული სივრცის ყოველდღიური დეზინფექცია (ზედაპირები, სახელურები, კედლები). ტარდება პერიოდული დეზინფექცია სერტიფიცირებული ინსტიტუციების მიერ;

მშობელთა კომუნიკაციის წესი რეგულირდება დირექტორის ბრძანებით და ხორციელდება უმეტესად დისტანციური წესით;

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სკოლის პერსონალი სრულად დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ბაზაში და პრევენციისა და covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, გადის პერიოდულ ტესტირებას;

სკოლას აქვს დამტკიცებული covid-19-ის პირობებში საგანგებო სიტუაციებში სამომედო გეგმა, განსაზღვრული ჰყავს თერმოსკრინინგზე პასუხისმგებელი პირი და მარაგების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი;

უზრუნველვყავით ნებისმიერი პირის შენობაში შესვლა პირბადით, დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ;

უზრუნველყოფილია მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეების (გარდა იმ მოსწავლისა, რომელსაც აქვს პირბადის ტარებისგან გასათავისუფლებად სათანადო სამედიცინო ჩვენება) შენობაში დაშვება პირბადით. მე-5 კლასამდე მოსწავლეებს ეძლევათ რეკომენდაცია პირბადის გამოყენების შესახებ, რაც ყოველმხრივ უნდა იყოს წახალისებული;

საგაკვეთილო პროცესის დროს, მასწავლებელს აქვს ვალდებულება, ეკეთოს პირბადე; სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას, ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში;

განსაზღვრულია covid-19-ის პირობებში მშობლის როლი, რომელიც უმნიშვნელოვანესია - კერძოდ: ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას; სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 C და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში, არ გაუშვას სკოლაში; ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროულად შეატყობინოს სკოლას; უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;

სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა; გამოატანოს შვილს მარკირებული წყლის ჭურჭელი და საკვები მარკირებული კონტეინერით; დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს", - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

თუ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებულ ლიმიტს, ეს ადგილები უმაღლეს მომავალ წელს დააკლდება

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებიდან ორი კომპიუტერია წაღებული

 

 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე პასუხობს

სკოლები

არსებობს ძალა, რომელსაც დრო და მანძილი ვერაფერს აკლებს - ეს დედის სიყვარული და ის ნაცნობი ჰანგია, რომელსაც ადამიანი ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება დაატარებს

მსგავსი გასვლითი ღონისძიებები თეატრალური ხელოვნებისადმი მოსწავლეთა ინტერესის ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის ამაღლებას ემსახურება

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება