სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა მოსწავლეების ახალი უნარები“ - შორენა ბაკურაძე, ქინძათის საჯარო სკოლის დირექტორი
22-02-2021
-
+


„კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა მოსწავლეების ახალი უნარები“, - აღნიშნული განცხადება etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ​ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა ბაკურაძემ გააკეთა.

ბაკურაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ 2020 წელი „სტრესისა და აპათიის წელი“ იყო, მან მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ახალი შესაძლებლობების გამოყენება ასწავლა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

-კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა მოსწავლეების ახალი უნარები. გარდა ამისა დაგვანახა ის, რომ მშობლები ხშირად ვერ ახდენენ გავლენას შვილის სასწავლო პროცესში ჩართულობაზე, ან მათ მიერ დავალების მომზადებაზე.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ახალი შესაძლებლობების, როგორიცაა სხვადასხვა სასწავლო პლატფორმის, სწავლისა და სწავლების სხვადასხვა ინსტრუმენისა და რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც სტრესისა და აპათიის წელს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია, როდესაც ისინი, საგნის სწავლების გარდა, ინტერესდებიან სკოლის წინსვლით და ზრუნავენ პოზიტიური სასკოლო კლიმატის ჩამოყალიბებაზე.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, როგორ უძლებდნენ ონლაინ -გაკვეთილებს, რადგან  ეს ძნელი იყო ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი შვილებისთვის მეტი დამოუკიდებლობისა  და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, როგორ გავზარდო მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი და როგორ გავხადო სკოლა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ადგილად, სადაც მათ  სწავლით/ მუშაობით  კმაყოფილება ექნებათ, ხოლო ურთიერთობით - სიამოვნება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება