სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მიხარია, რომ მასწავლებლებმა აჩვენეს პროფესიონალიზმის მაღალი დონე“ - თამილა გიგატიძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი
19-02-2021
-
+


მარტივი არაა, წარმატებით გაუმკლავდე შენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგმა თამილა გიგატიძემერთმუშტად შეკრულ კოლექტივთან ერთად, შეძლო წარმატებით დაეძლია გამოწვევები, ბლიც-ინტერვიუში კი დაგროვილ გამოცდილებას გვიზიარებს და არაერთ საჭირბოროტო საკითხზეც მსჯელობს.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვერკვეოდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებში, რათა ხელი შევუწყოთ სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვას.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- მძიმე, ემოციურად დატვირთულ, მოულოდნელობებით სავსე წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ის, რომ მათ აჩვენეს პროფესიონალიზმის მაღალი დონე. საოცარი მონდომებით არიან ჩართულნი ონლაინ-სწავლების პროცესში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ყველაზე მეტად მიკვირს ის, რომ შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთვნენ ონლაინ საგაკვეთილო პროცესში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, ბავშვებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი და შეუქმნან პირობები, რათა არ შეუფერხდეთ დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვა.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, თუ როდის დავუბრუნდებით ჩვეულ, სრულფასოვან სასწავლო რეჟიმს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება