სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვფიქრობ, მასწავლებლებიც გმირები არიან“- დარეჯან კვიმსაძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი
19-02-2021
-
+


დარეჯან კვიმსაძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი გახლავთ, რომელიც საუბრობს, რა განცდები დაეუფლა დისტანციური სწავლებისას, ასევე საუბრობს შეძენილ გამოცდილებასა და რა თქმა უნდა, მოსწავლეებთან პედაგოგებისა თუ მშობლების ურთიერთობის ხარისხზე.

რა გამოცდილება შესძინა ონლაინ-სწავლებამ სასკოლო საზოგადოებას და როგორ არ უნდა შეუშალოს არანაირმა წინააღმდეგობამ სკოლას ხელი მთავარი მიზნის მიღწევაში? - კითხვებზე პასუხებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგის, დარეჯან კვიმსაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ მუდმივი არაფერია ამ ცხოვრებაში. ადამიანები მზად უნდა იყვნენ, არსებული სიტუაციების შესაბამისად მართონ თავიანთი ცხოვრება, ხელი შეუწყონ იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც გააძლიერებს მათ თავდაცვის ინსტინქტს, სწორი გზების ძიებასა და სულიერი ღირებულებების შენარჩუნებას.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- რომ გარდა ცოცხალი ურთიერთობებისა, სოციალური ურთიერთობების დაუსწრებელი ფორმა არსებობს.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ურთულეს წლად, რომელმაც კაცობრიობას ბიოლოგიური ომით ნგრევა და ფიზიკურ-ფსიქოლოგიური სირთულეები მოუტანა. ამ წელს მსოფლიოში კოვიდ-19-მა მილიონობით ადამიანი შეიწირა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ერთმანეთისადმი დაუსწრებელი სოლიდარობა. კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის  მეგობრულად გადაცემის უნარი დისტანციური გზით, თანადგომა და ის უშიშარი ნაბიჯები, რომელსაც ისინი დგამენ ყოველდღიურად. ვფიქრობ, ისინიც გმირები არიან.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ არ სურთ თბილი ბინის მიტოვება და სკოლაში დაბრუნება, მეტი შრომა სასკოლო პირობებში და მასწავლებლებთან ურთიერთობა, მათი დავალებები.

- მშობლებს ვურჩევდი...

- თუკი კიდევ მოგვიწევს დისტანციური მუშაობა, თვალყური ადევნონ თავიანთი შვილების გაკვეთილებზე დასწრებას და შეუქმნან ასეთი სწავლებისთვის სამუშაო (ტექნიკური) პირობები, მეტი ყურადღება მიაქციონ მოსწავლეთა საგაკვეთილო მზადებას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორი იქნება ხვალინდელი დღე, შევძლებთ თუ არა პანდემიის ვაქცინით დამარცხებას და ისეთი  სასწავლო რეფორმების გატარებას, რომლებიც გარანტი იქნება მომავალი თაობებისათვის სრულფასოვანი განათლების მისაღებად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება