სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობელი შვილების მეგობარი უნდა იყოს “ - ეკატერინე კაცაძე, ნაესაკოვოს საჯარო სკოლის დირექტორი
19-02-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დადგა კოვიდ-პანდემიის პირობებში და როგორ დაძლია სირთულეები; რას ურჩევდა მშობლებს და რა უკვირს მოსწავლეებისგან - აღნიშნულ საკითებზე etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის დირექტორმა, ეკატერინე კაცაძემ ისაუბრა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...


- რომ ერთადერთი, რასაც ამ ცხოვრებაში მნიშვნელობა აქვს, ჯანმრთელობაა. ჯანმრთელი ადამიანი შეძლებს, ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს. covid-19-მა შეცვალა არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ ზეგავლენა იქონია განათლების ხარისხსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობაზე.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ ერმანეთის გვერდით დგომითა და დახმარებით შეიძლება ყველა პრობლემას გავუმკლავდეთ. ჩვენს სკოლას აქამდე დისტანციური სწავლების გამოცდილება არ ჰქონია. ვერ ვიტყვი, რომ ონლაინ სწავლებისათვის მზად ვიყავით და ეს იყო ხარისხიანი სწავლება. ასეთი ტიპის სწავლებისას, ყველაზე რთული იყო კომუნიკაცია, ინტერნეტის ხარისხი, დაწყებით საფეხურზე დისციპლინის გაკონტროლება, მაგრამ შევძელით ამ პრობლემების გადაწყვეტა ურთიერთდახმარებით.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც რთულს და გამოწვევებით სავსეს. რთული იმიტომ, რომ მოგვიწია covid-19-თან გამკლავება. არსებულ სიტუაციაში დავდექით ახალი გამოწვევების წინაშე. სრულად უნდა გადავსულიყავით ონლაინ სწავლებაზე. „თიმსის“ სასწავლო პლატფორმას არ იყვნენ დაუფლებული მასწავლებლები და მოსწავლეები, თუმცა, ასე თუ ისე, თავი გავართვით. ვისწავლეთ, ვასწავლეთ და საქმე გამოვიდა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ მზად არიან, მიიღონ ყველა სიახლე და კარგად დაეუფლონ ტექნოლოგიებს და აქტიურად გამოიყენონ სასწავლო პროცესში. მასწავლებლები ერთვებოდნენ ვებინარებსა და ტრენინგებში. ამ მხრივ, მიუხედავად ასაკისა, აქტიურნი იყვნენ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ ვერ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, უჭირთ საზოგადოებრივი წესრიგის გააზრების მნიშვნელობა. მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, არ ცდილობენ მაქსიმალური განათლება მიიღონ სკოლიდან და ბოლომდე გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

- მშობლებს ვურჩევდი...

- აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში. უფრო მეტად დაინტერესდნენ თავიანთი შვილების პრობლემებით. მშობელი შვილების მეგობარი უნდა იყოს და არა მკაცრი და სასტიკი. უნდა მოიპოვონ შვილების ნდობა; იყვნენ მათი თანამოაზრეები. მეტი დრო დაუთმონ შვილებს და გაითვალისწინონ მათი ბუნებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რა შეიძლება გავაკეთო მეტი ჩემი სკოლისთვის, რათა სასწავლო გარემო უფრო სასიამოვნო და მიმზიდველი გავხადო; როგორ შეიძლება ხელი შევუწყო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი, რადგან ბოლომდე დაიხარჯონ და მიიღონ კარგი განათლება და დაიმკვიდრონ თავი საზოგადოებაში. და ბოლოს, მეამაყება რომ ვარ ამ დიდი ოჯახის წევრი, სადაც ჩვენი შვილები ჯანსაღ გარემოში იღებენ განათლებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს - დეტალები

თანხის ჩარიცხვა დღეს, 18:00 საათამდე შეგიძლიათ - დეტალები  

კანდიდატთა  განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს

ცნობილია საჯარო სკოლების სია, რომლებისთვისაც ახალ დაფებს იყიდიან - 3 300 სასკოლო დაფისთვის მილიონ 250 ათას ლარამდე დაიხარჯება 

ანაზღაურება 2400 ლარია - რომელ ქალაქებში გამოაცხდა და რა პოზიციებზე ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები, დიდი მონდომებითა და ერთმანეთის დახმარებით შექმნეს ნამუშევრები

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება