სიახლეები
პიროვნება

„დაუბრუნდებათ ბავშვებს ფერადი ცხოვრება, სულ მალე ისევ დავინახავთ ცისარტყელას“ - ანჟელა დვალიშვილი, სულორის საჯარო სკოლის პედაგოგი
19-02-2021
-
+


2020 წელს კაცობრიობის ისტორიაში უმძიმეს პერიოდს უწოდებს. მიაჩნია, რომ კოვიდ-პანდემის გამო სასწავლო დაწესებულების დახურვა, საზოგადოების ნაწილისთვის უდიდესი სტრესი იყო. ბევრი გამოწვევისა თუ სირთულის მიუხედავად, იმედიან განწყობასა და შემართებას ინარჩუნებს.

რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად და რას ურჩევდა მშობლებს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ანჟელა დვალიშვილმა ისაუბრა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...


- შეიცვალა სამყარო. განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. არსებულ სიტუაციაში გამოსავალი ონლაინ რეჟიმში გაკვეთილების ჩატარება გახდა. შემუშავდა პრევენცია კოვიდ-პანდემიის თავიდან აცილების მიზნით. ვისწავლეთ დისტანციით, პირბადით, სხვადასხვა რეგულაციით თავისა და ირგვლივ მყოფი ადამიანების დაცვა. პანდემიამ შეცვალა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ყოველდღიური ყოფა. თვითიზოლაცია სკოლისა თუ სკოლამდელი დაწესებულების დახურვა საზოგადოების ნაწილისთვის  უდიდესი სტრესი აღმოჩნდა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- სასწავლო პროცესი, ნაცვლად სასკოლო სივრცისა, დისტანციურად შინ გაგვეხორციელებინა. დისტანციური სწავლებისთვის შეიქმნა Teams-ის პლატფორმა, პროექტი „ტელესკოლა“. პროექტის მიზანი იყო, ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელე-გაკვეთილები. სასკოლო სივრცეში ჩატარებულ გაკვეთილს არაფერი სჯობს, თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ დისტანციურად სწავლებამ ახლებურად, სულ სხვა თვალით დაგვანახა ახალი გამოწვევები. სკოლები გადავიდა ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე. გაკვეთილებს ვატარებდი დისტანციურად. მაქსიმალურად ვცდილობდი, მომეძიებინა ან თავად შემექმნა სასწავლო რესურსები, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე, ვფიქრობ, დადებითად აისახა. მადლობა მინდა გადავუხადო მოტივირებული პედაგოგთა ჯგუფის ხელმძღვანელებს, ექსპერტებს, რომლებიც ზრუნავდნენ პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე. დისტანციურად ვესწრებოდი ტრენინგებსა თუ ვებინარებს, სადაც პედაგოგები ვუზიარებდით ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- კაცობრიობის ისტორიაში უმძიმეს პერიოდად. რთულია, გადააფასო დადებითად ის მოვლენები, თუმცა იყო წარმატების, კარიერული წინსვლის წელი, რადგან გავხდი წამყვანი მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. დამთავრდა სქემა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა აიმაღლეს სტატუსები, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, როგორ შეიცვალა ცხოვრების რიტმი. დაიწყო საშინელი ეპიდემია. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, განათლების სისტემა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ეს იყო ურთულესი პერიოდი თითოეული ადმიანისთვის. ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის დაძაბული წელი, რადგან ვერ შევძელით საყვარელი ადამიანების დაცვა, პატივის მიგება. კორონავირუსმა შეიწირა ჩვენი ექიმების, პედაგოგებისა და უამრავი სხვა ადამიანის სიცოცხლე. იყო დეპრესიის განცდა, ტკივილი, ეკონომიკური კრიზისი. მიუხედავად ამისა, მთავრობა, განათლების სისტემა, ექიმები, არსებულ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას ერთიანი ძალით ცდილობდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას, განათლების სისტემას, ვინაიდან ზრუნავდა მასწავლებლებზე - ხელფასები დანაკლისის გარეშე გვერიცხებოდა. მადლობა ჩვენს ექიმებს, პედაგოგებს, მოძღვრებს, რომლებიც მოყვასის საკეთილდღეოდ დაიღუპნენ. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა თუ მატერიალურ კეთილდღეობასთან მიმართებაში ყურადღებას იჩენდნენ.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- პოზიტივი, სიყვარული, თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება, ზრუნვა მოსწავლეთა საჭიროებაზე; ასევე, ინდივიდუალურად მიდგომა მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე. დიდი ხანია პედაგოგი ვარ და დამეთანხმება ვინც კი მიცნობს, მიყვარს სიახლეების ძიება, დახმარება. ვისაც სჭირდება პროფესიული კუთხით, მათ ყოველთვის ვეხმარები. მიხარია, რომ მყავს უამრავი მეგობარი-კოლეგა, რომლებიც მეხმარებიან სირთულეების დაძლევაში. მახარებს ის, რომ ჩვენს სკოლას ჰყავს ლიდერი - ქალბატონი დოდო ჩახუნაშვილი, რომელიც ყოველთვის ზრუნავს პედაგოგების წარმატებასა და პროფესიულ განვითარებაზე.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როგორი ნიჭიერი, საღად მოაზროვნე, განვითარებული მოზარდები არიან. ისინი ჩვენი მომავალი თაობაა. მოტივირებულნი, მეგობრულნი, ერთმანეთზე მზრუნველნი და თავისუფალნი. ისინი კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და ეფექტურად იყენებენ საგაკვეთილო პროცესში. ქმნიან საინტერესო რესურსებს, თუმცა გული მტკივა იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სოციალური პრობლემის, ინტერნეტის უქონლობის გამო, ვერ ესწრებოდნენ დისტანციურ გაკვეთილებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- აქტიურად ჩაერთვნენ და დაინტერესდნენ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით. დისტანციური  გაკვეთილების უპირატესობა ის იყო, რომ მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მე, როგორც მშობელი, თვალ-ყურს ვადევნებდი ჩემი შვილის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. აშკარად გამოიკვეთა რაში საჭიროებდა ბავშვი დახმარებას და ხარვეზების აღმოფხვრას. მშობლებს ვურჩევდი მათი დაინტერესება, თანამშრომლობა მეტად გაგრძელდეს, რაც საშუალებას მოგვცემს ეფექტიანი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვის. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როდის გაივლის ეს პანდემია და როდის შევძლებთ ტკივილის განელებას; როდის დავუბრუნდებით თავისუფალი ცხოვრების რიტმს. ვფიქრობ, მალე გამოიდარებს. ღვთის შემწეობით, სასწავლო გარემო უსაფრთხო იქნება. ისევ შევძლებთ მომღიმარი სახეების დანახვას, პირბადის გარეშე სიარულს, ჩახუტებას და არ დაგვჭირდება შეხსენება მოსწავლეებზე: „ფრთხილად, დავიცვათ დისტანცია“! მჯერა, არ არსებობს დაუძლეველი პრობლემა. დაუბრუნდებათ ბავშვებს ფერადი ცხოვრება, სულ მალე ისევ დავინახავთ ცისარტყელას...

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ხელები შორს ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან... მიზანი არის კონტროლი“ - თსუ-ს, სტუს-ს პროფესორები გაერთიანების გადაწყვეტიელბას ეხმაურებიან

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - შემცირდება თუ არა აკადემიური პერსონალი, ცვლილებებზე გივი მიქანაძე საუბრობს

NAEC გამოცდის თარიღს ასახელებს - ჩატარდება საცდელი ტესტირებაც

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებში ემპათიის უნარის განვითარებას და მეგობრული გარემოს შექმნას“

მოსწავლეებმა შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებით წარადგინეს პროექტები - „ჭკვიანი პარკინგი“ და „გრძნობების სენსორული რუკა“

მოსწავლეებმა ექიმისგან მათთვის საინტერესო კოთხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს

სკოლა ერთ-ერთი მუნიციპალური ღონისძიების ვიდეოჩანაწერს გვიზიარებს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება