სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, იყვნენ ავტორიტეტები და მისაბაძნი შვილებისთვის“ - მარინე ცარციძე, დარჩელის N1 სკოლის დირექტორი
19-02-2021
-
+


„მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, რომ არ იყენებენ იმ დიდ შესაძლებლობებს, რომელიც მათ აქვთ და ჩვენ არ გვქონდა“, - აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ცარციძე და etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში კოვიდ-პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზეც საუბრობს.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- შესაძლებელია სწავლა-სწავლების სხვადასხვა ფორმების დაუფლება და გამოყენება. კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა ასევე, თუ როგორ გვყვარებია ერთმანეთი; რა კარგი ყოფილა სკოლა და როგორ მოგვენატრა ერთმანეთი.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ბევრი რამ, რაზედაც ადრე არ გვიფიქრია. ონლაინ სწავლებამ დაგვაახლოვა ტექნიკასთან; გავეცანით ბევრ საგანმანათლებლო პორტალს, რათა საინტერესო აქტივობებით გაგვემდიდრებინა საგაკვეთილო პროცესი.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- კიდევ ერთ ნაყოფიერ, ბევრი ცოდნისა და გამოცდილების მომტან წლად, რომელმაც შეგვაშინა კიდეც, მაგრამ უფრო მეტად დაგვაფასებინა სიცოცხლე და ღმერთისგან ბოძებული ყოველი წამი.

მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- სწრაფვა სიახლეების დაუფლებისკენ. მიხარია, რომ მათში ვხედავ სიყვარულს თავისი საქმისადმი, მოსწავლეებისადმი. მიხარია, რომ ერთად მუშაობენ; ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას; არიან ერთმანეთის მეგობრები და ახარებთ ერთმანეთის წარმატება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- ზოგჯერ რომ ვერ ამჩნევენ ჩვენ დიდ სიყვარულს; დიდ ზრუნვას მათდამი. მიკვირს, რომ არ იყენებენ იმ დიდ შესაძლებლობებს, რომელიც მათ აქვთ და ჩვენ არ გვქონდა.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- უფრო მეტი დრო დაუთმონ თავიანთ შვილებს; უფრო დიდი სიყვარული აჩუქონ და დიდი სიყვარული ასწავლონ მათ; შეინარჩუნონ პატივისცემა მათი და ამაღლდნენ შვილების თვალში მორალურად; იყვნენ ავტორიტეტები და მისაბაძნი შვილებისთვის.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- როგორი ვიქნებოდი მე ასეთ ვირტუალურ სამყაროში რომ გავზრდილიყავი; ამდენი მწერლის ამდენი წიგნი რომ ყოფილიყო ნათარგმნი და ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, რომ არ ჩამოვრჩე, ფეხი ავუწყო სამყაროს წინსვლას, ვიყო თანამედროვე და დავეუფლო ყველა იმ სიახლეს, რაც განათლების სისტემაში დაინერგება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება