სიახლეები
პიროვნება

„2020-მა წელმა პრობლემებთან გამკლავება და სიახლეებისადმი ფეხის აწყობა გვასწავლა“ - მანანა ლაცაბიძე, ხაშურის N7 სკოლის დირექტორი
19-02-2021
-
+


რა უხარია მასწავლებლებისგან და რა აკვირვებს მოსწავლეებისგან; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ლაცაბიძემ ისაუბრა. 

მიიჩნევს, რომ კოვიდ-პანდემიამ ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნის აუცილებლობა გამოკვეთა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- უპირველეს ყოვლისა, პანდემიამ დაგვანახა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ჩვენთვის ადამიანურ ურთიერთობებს, რომელიც ამ რეგულაციებისას ძალიან დაგვაკლდა. ასევე ცალსახად გამოიკვეთა, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ელემენტარული ცოდნის აუცილებლობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ...

- უამრავ საგანმანათლებლო პროგრამაში მუშაობა, ასევე მიზნობრივი და ეფექტური ონლაინ რესურსების შექმნა. როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს აუმაღლა ციფრული კომპეტენცია.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც რთულ, მაგრამ ამავე დროს, საინტერესო გამოწვევებით აღსავსე წელიწადს, რომელმაც პრობლემებთან გამკლავება და სიახლეებისადმი ფეხის აწყობა გვასწავლა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- მასწავლებლებს განსაკუთრებული გვერდში დგომა და თანამშრომლობითი ურთიერთობა სჩვევიათ. ისინი ყოველთვის მზად არიან, მიიღონ ყველა სიახლე, მარტივი თუ რთული და ურთიერთთანამშრომლობით გაუმკლავდნენ მას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- XXI საუკუნის ახალგაზრდებს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები აქვთ განვითარებული, კერძოდ, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისის აღმოფხვრის, არგუმენტირებულად მსჯელობის და ა.შ. როდესაც ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს სხვადსხვა პროექტსა და ღონისძიებაში მონაწილეობაზე, საკვირველია ნამდვილად და ყოველთვის ვცდილობ დავარწმუნო მასში მონაწილეობაზე.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- მესმის, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევთ საშუალებას, შვილებთან მეტი დრო გაატარონ, თუმცა, ვურჩევდი გამონახონ გარკვეული დრო მათთვის; მათთან ერთად მოამზადონ საშინაო დავალებები, ჰკითხონ, რამე ხომ არ უჭირთ, ან რა აბედნიერებთ; ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში მათთან ერთად. ეს გაცილებით გაუმარტივებს ბავშვებს ცხოვრებაში არსებული სირთულეების გადალახვასა და წარმატების მიღწევას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, ჩემი სკოლის შესახებ... ვფიქრობ, როგორ შევქმნა მშვიდი, უსაფრთხო და წარმატებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეც, მასწავლებელიც და სკოლის საზოგადოების თითოეული წევრი მოტივირებული იქნება და ინტერესით შეასრულებს საკუთარ საქმეს.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მოსწავლეებისთვის მობილურებთან ერთად საათებიც აიკრძალება - შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება

„გადაწყვეტილება მიღებულია...“ - მინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე 

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

ცნობილია, რა ცვლილებები შეეხებათ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ სასწავლო წლიდან 

მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამა უქმდება - უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებას პარლამენტი განიხილავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება

 

ბაშვებმა საკითხის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ბულინგი კომიქსების, ნახატების და პლაკატების საშუალებით დაგმეს

სკოლა „ცოდნა“ მოსწავლეებს სთავაზობს უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს, თანამედროვე სწავლების მეთოდებს, მათემატიკის გაძლიერებულ პროგრამას

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება