| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ბრმად არ ავყვეთ უცხოეთის გამოცდილებას და ყველანაირი სიახლე დავნერგოთ ქვეყნის მზაობისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით“, - აღნიშნული განცხადება etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ლომიძემ გააკეთა.
ლომიძე 2020 წელს „დიდი გამოწვევების“ წლად აფასებს და ამბობს, რომ მასწავლებლები ონლაინ სწავლებას „თითქმის შიშველი ხელებით გაუმკლავდნენ.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა, რა უძლურია ადამიანი 21-ე საუკუნეშიც კი. მან ასევე გვაჩვენა, რომ მსოფლიო ნებისმიერ პრობლემას გადაჭრის ერთად დგომით.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- თუ რა რიგ საჭიროა, გვქონდეს ციფრული უნარ-ჩვევები.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- 2020 წელს დავახასიათებდი დიდი გამოწვევების წლად.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია მაღალი პასუხისმგებლობით რომ ეკიდებიან გამოწვევებს და თითქმის შიშველი ხელები გაუმკლავდნენ ონლაინ სწავლებას.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, უინტერესობა, უწიგნურობა.
- მშობლებს ვურჩევდი...
- უფრო მეტად დაინტერესდნენ თავიანთი შვილების სასკოლო ცხოვრებით; ჩვენთან ერთად იზრუნონ მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- კარგი იქნება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლა აღჭურვილი იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაღალი სიხშირის უწყვეტი და ხელმისაწვდომი ინტერნეტით, გამართული ინფრასტრუქტურით; ყველაზე ხშირად ვფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს, დასრულდეს ეს გაუთავებელი ექსპერიმენტები და ვიაროთ სწორი მიმართულებით; ბრმად არ ავყვეთ უცხოეთის გამოცდილებას და ყველანაირი სიახლე დავნერგოთ ქვეყნის მზაობისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით; გვქონდეს საკუთარი, ქართული ხედვა. უმაღლესმა სასწავლებლებმა მოამზადონ სკოლები მაღალი პროფესიული უნარების მქონე კადრებით.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას