სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველაზე ხშირად ვფიქრობ თუ როგორ შეხვდებიან ჩვენი შვილები 21-ე საუკუნის გამოწვევებს“- მზია ლეკაშვილი, ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი
18-02-2021
-
+


რა უხარია მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან; როგორ აფასებს 2020 წელს და რას ურჩევდა მშობლებს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია ლეკაშვილმა ისაუბრა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- მსოფლიო დიდი საფრთხისა და კატასტროფის წინაშე დგას და ჩვენი მხრიდან, აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ღრმად და საფუძვლიანად... ვახერხებთ სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებას სწავლებაში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- სიკვდილის წელი, პირბადეებით პირაკრული და შიშით დადუმებული მსოფლიოს მოსახლეობა. გაჩერებული დედამიწა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა დილით, 9 საათისთვის ყველა ადგილზეა, სკოლაში სიმშვიდეა და სრული მზადყოფნაა სასწავლო პროცესის დასაწყებად. მახარებს ჩემი კოლეგების კარიერული წინსვლა. გულით ვხარობ, როცა მათ წარმატებების შესახებ ვისმენ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როცა ინდიფერენტულობას იჩენენ სწავლისადმი. მიკვირს და მაღიზიანებს მათი წამბაძველობა ყოველგვარი უხამსი საქციელისადმი(დედის გინება, ჩაცმის და ვარცხნილობის განსხვავებული სტილი და ა.შ.)

- მშობლებს ვურჩევდი...

- ნუ მიაჩვევენ შვილებს, რომ სკოლის გაცდენა ყველა პატარა, უმნიშვნელო მიზეზის გამო შეიძლება. ნუ გაუწევენ მათ „დათვურ“ სამსახურს, ნუ შეასრულებენ მათ დავალებებს. ვურჩევდი მშობლებს, მოარიდონ ბავშვები ოჯახურ კონფლიქტებს, რადგან ეს ბავშვის ფსიქო-ფიზიკურ განვითარებაზე ძალიან მოქმედებს - ნადგურდება ბავშვის ფსიქიკა. შეუქმნან ბავშვებს სწავლის პირობები (სიმშვიდე, ცალკე კუთხის გამოყოფა). ბავშვმა უნდა შეიგნოს ის, რომ რასაც აკეთებს, ეს მნიშვნელოვანია მისი მომავლისთვის.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ....

- თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები; როგორ შეხვდებიან 21-ე საუკუნის გამოწვევებს. მე კი, ასაკში შესულს მანანა ჩიტიშვილის ლექსი მახსენდება:

„ნეტავ, ჩვენ რომ არ ვიქნებით იმ წელს,

რანაირი გაზაფხული მოვა?“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება