სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინსტრუქცია პედაგოგებს და მოსწავლეებს ინტერნეტ პაკეტის მისაღებად - ვის უნდა მიმართოთ თუ რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებთ?
15-01-2021
-
+


საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით ისარგებლობას 18 იანვრიდან შეძლებენ. ამისთვის კი მათ შესაბამის საიტზე - mobile.emis.ge უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

გთავაზობთ ინსტრუქციას - როგორ უნდა გაიარონ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა რეგისტრაცია მარტივად.

1. ვებგვერდზე mobile.emis.ge შეიყვანონ საკუთარი პირადი ნომერი:

2. თუ პირადი ნომერი სწორად არის მითითებული, მოსწავლის შემთხვევაში მშობლის მობილურის ნომერზე, ხოლო მასწავლებლის შემთხვევაში - საკუთარზე, გაიგზავნება ერთჯერადი sms კოდი.

ვებგვერდზე მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების შესახებ ინფორმაციის ასახვა ხდება სისტემა eSchool-დან. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მონაცემები (პირადი ნომერი ან მობილურის ნომერი) არ არის სწორად მოცემული ვებგვერდზე, საჭიროა მისი დამატება / შეცვლა სისტემა eSchool-ში. ინფორმაციის განახლებისთვის გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენი სკოლის ადმინისტრაციას. 

3. ერთჯერადი sms კოდის მისაღებად საჭიროა მომხმარებლის მობილურის ნომრის არჩევა. იმ შემთხვევაში, თუ მართვის სისტემა eSchool-ში მითითებულია რამდენიმე მობილურის ნომერი, მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ის ნომერი, რომელზეც სურს ერთჯერადი sms კოდის მიღება.


4.მობილური ნომრის არჩევის შემდეგ, მომხმარებელი გადადის ვერიფიკაციის კოდის გვერდზე, სადაც უნდა ჩაწეროს მითითებულ ნომერზე sms-ის სახით მიღებული კოდი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ მიუვიდა ერთჯერადი კოდი, შეუძლია ისარგებლოს ახალი კოდის მოთხოვნის ფუნქციით.



5. წარმატებული ვერიფიკაციის შემდეგ, მომხმარებელი უთითებს მობილურის ნომერს, რომელზეც სურს ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება (აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სისტემაში მითითებულ, ისე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ სხვა მობილურის ნომერზე). 
  • მობილურის ნომერი უნდა ჩაიწეროს 5xx xxxxxx ფორმატით.
  • სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთ მობილურის ნომერზე.
6. მობილური ნომრის მითითების შემდეგ მომხმარებელი უნდა დაეთანხმოს მონაცემების დამუშავების წესებსა და პირობებს.



7. იმისთვის, რომ მოხდეს ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება, მომხმარებლის მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე იგზავნება ერთჯერადი sms კოდი, რომელიც უნდა ჩაიწეროს შესაბამის ველში.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წარმატებით დარეგისტრირდა, ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება მოხდება 24 საათის განმავლობაში. სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებელმა ვებგვერდზე მითითებული მობილურის ნომრიდან უნდა აკრიფოს კოდი *172# OK და მიჰყვეს ინსტრუქციას.



8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს აღნიშნული სერვისით, სხვა მობილურის ნომერზე ინტერნეტ პაკეტის ჩართვა შესაძლებელი იქნება გააქტიურებული სერვისით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ.


9. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ან მობილური ოპერატორის ცხელ ხაზს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) - სისტემაში არსებული ხარვეზის ან მონაცემების უზუსტობის შემთხვევაში: ტელ: 0322 200 220
მობილური ოპერატორები - მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზი: მაგთი - 11 00 11 ან +995 32 217 00 00
ბილაინი - 110101 ან +995 32 2200611
სილქნეტი (ჯეოსელი) - მხოლოდ ჯეოსელის და ლაი-ლაის აბონენტებისათვის- 7777
ყველა მობილური ოპერატორებისათვის - 110 110 ყველა ქალაქის და ნებისმიერი მობილური ოპერატორებისათვის 2770177.

იხილეთ ასევე: ინტერნეტის შეღავათიანი პაკეტის მისაღებად მასწავლებლებისა და მოსწავლეების რეგისტრაცია დღეს იწყება - საიტი, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება