სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სასურსათო ამანათმა“, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დაარიგეს, დიდ ბრიტანეთში კრიტიკა დაიმსახურა - „სად წავიდა დანარჩენი საკვები?“
13-01-2021
-
+


დიდ ბრიტანეთში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი „სასურსათო ამანათის“ შემადგენლობის გამო მთავრობა გააკრიტიკეს.

„ბიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამანათის შემადგენლობის ფოტო ერთ-ერთმა მოქალაქემ „ტვიტერში“ გაავრცელა.

დედა, რომელმაც უარი განაცხადა ვინაობის გამხელაზე, „ბიბისისთან“ საუბარში ამბობს, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მისი ორი ბავშვი აღნიშნულ დახმარებაზეა დამოკიდებული. მისი ჩანაწერი „ტვიტერში“ 30 000-მა მოქალაქემ გაიზიარა.

„სად წავიდა დანარჩენი საკვები? ეს საკვები ხომ 10 დღეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი და 30 გირვანქა სტერლინგის ღირებულების საკვებს უნდა შეიცავდეს?“, - აცხადებს მოქალაქე.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საკვები პროდუქტების კალათის შემადგენლობა „არაადეკვატურია.“

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ეს საშინელებაა“.

ამასთან, „სასურსათო კალათის“ მიმწოდებელმა კომპანიამ ბოდიში მოიხადა. მათი განმარტებით, კალათა ერთ კვირაზე იყო გათვლილი და მისი ღირებულება, საკვების, შეფუთვის და დისტრიბუციის ღირებულების გათვალისწინებით, 10.50 გირვანქა სტერლინგია.

კომპანიაში პირობა დადეს, რომ აუნაზღურებენ იმ კალათის ღირებულებას, რომელიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტები იხილეთ მთავარ ფოტოზე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება