სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ჩემი მოთმინება იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ვფიქრობდი“ - პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილების დისტანციურად სწავლების შესახებ
07-03-2021
-
+


კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრეს, თუ როგორ უმკლავდებიან მშობლის მოვალეობას დისტანციური სწავლების დროს. 

პრინცი ჯორჯი ამჟამად მე-3 კლასში სწავლობს, შარლოტა კი - პირველში. მათი უმცროსი ძმა პრინცი ლუი კი, რომ არა პანდემია, საბავშვო ბაღში უნდა წასულიყო.

პრინცი უილიამი მოყვა, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმი მისთვის, როგორც მშობლისთვის მარტივი არ აღმოჩნდა. 

„სავარაუდოდ, ჩემი მოთმინება იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ვფიქრობდი ... აი ჩემს მეუღლეს კი დიდი მოთმინება აქვს ... ცოტა არ იყოს შემრცხვა, როდესაც გავიგე, რომ მათემატიკაში ჩემი შვილის მე-2 კლასის სახელმძღვანელოდან დავალების გაკეთება  არ შემიძლია!“-, ხუმრობით აღნიშნა პრინცმა. 

ხანდახან კემბრიჯის ჰერცოგინიას შვილების კამათის მოგვარებაც უწევს. ქეითი მოყვა, როგორ განაწყენდა ჯორჯი იმის გამო, რომ მის უმცროს დას უფრო მეტად საინტერესო დავალება მისცეს ვიდრე მას. 

„ჯორჯი განიცდის, რადგან შარლოტას პროექტებზე მუშაობა სურს. რადგან ისეთი დავალების შესრულება, როგორიც ობობებიანი სენდვიჩის მომზადებაა, ბევრად სახალსოა, ვიდრე წიგნიერების ამაღლება!“,- განაცხადა ჰერცოგინიამ. 

ამჟამად, ჯორჯი და შარლოტა ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო სახლში არიან. პანდემიის გამო წელს ბავშვებმა ბებიასთან ელისაბედ II-სთან ერთად შობა-ახალი წლის აღნიშვნაც ვერ შეძლეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება