| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა ახალი წლის შესახვედრად ემზადება. ხელოვნების მასწავლებელმა ნანა ჩირგაძემ საინტერესო აქტივობები შესთავაზა ბავშვებს.
საახალწლო განწყობის შესაქმნელად კლასის დამრიგებლებმა მოსწავლეებთან ერთად მორთეს და მოხატეს ოთახები ნაძვის ხისა და თოვლის ბაბუის აპლიკაციებით, ფერადი ფიფქებით. დიდი ინტერესი, ფანტაზია და მოტივაცია ჩანდა მათ ნამუშევრებში. საკუთარი ხელით შექმნილი რესურსებით მორთულ საკლასო ოთახებში ბავშვები თოვლის ბაბუას ლექსებით, სიმღერებით, ორიგინალური ნომრებით შეხვდნენ.
„2020 წელს ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. თებერვალში სკოლაში გაჩენილი ხანძარი და სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების ნაღვლიანი თვალები, მალე პანდემიაც, მაგრამ ერთიანობის, საქმის სიყვარულისა და თანადგომის წყალობით შევძელით შეუფერხებლად წარგვემართა სასწავლო პროცესი, რამაც ოპტიმისტური განწყობა შეგვინარჩუნა.
დაე, ეს წელი იყოს ყველასათვის ჯანმრთელობის, წინსვლის, წარმატებების, სიყვარულისა და ოცნებების ახდენის წელი. ჩვენი პატარები იმედიანი თვალით შეჰყურებენ მომავალს. მათ სწამთ, რომ 2021 წელი ოცნებების ახდენის წელი იქნება. ყველას ნატვრა კი ერთია-საკუთარ სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ყველას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ!
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად