სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ფოლკლორის გათანამედროვებას არ ვემხრობი, რადგან ეს ნამუშევრები ორიგინალს არაფრით სჯობს!“
21-12-2020
-
+


ზორბეგ ოქროპირიძე რამდენიმე ათეული წელია ქართულ ფოლკლორს ემსახურება და სიმღერის ანსამბლ „ქობულეთის“ ლოტბარი გახლათ. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ფოლკლორზე უზომოდ შეყვარებულმა, მიზნად დაისახა, სიმღერა ესწავლა და ყველაფერი გააკეთა ამისთვის. „მოგვიანებით, კორიფეების გვერდით მომიწია დგომა და მათგან ბევრი ვისწავლეო“, - გაგვიმხილა, თუმცა საკუთარ თავს თვითნასწავლ მომღერალს უწოდებს და ახლაც კი, იმ დიდი საქმის ერთგული რჩება, რასაც ქართული ფოლკლორის მსახურება ჰქვია.

- ბატონო ზორბეგ, პანდემიის დროს თავს როგორ გრძნობთ?

- ახლა უკეთ ვარ... მეც და მეუღლემაც კოვიდი გადავიტანეთ და დიდი ხანი არაა, რაც ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი.

- მოსალოცად გქონიათ საქმე. როგორია ვირუსის შემდეგ ქუჩაში გასვლა?

- საოცარი შეგრძნებაა, ძალიან სასიამოვნო.

- ანსამბლ „ქობულეთის“ ლოტბარი ბრძანდებით, რატომ აირჩიეთ ეს გზა?

- მოგეხსენებათ, ქობულეთელი კაცი ვარ, გურიასთანაც ახლოს და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიყვარდა ფოლკლორი... თვითნასწავლი მომღერალი გახლავართ.

- მასწავლებელი არ გყოლიათ?

- მოგვიანებით, კორიფეებთან მქონდა შეხება და მათგან ბევრი ვისწავლე, მაგრამ მოღვაწეობა ისე დავიწყე, როგორც თვითნასწავლმა. მას შემდეგ მივყვები ამ საქმეს და ახლაც ერთგულად ვემსახურები.

- ამჟამად, ალბათ თქვენი ანსამბლი შეკრებას ვერ ახერხებს.

- რა თქმა უნდა, ისეთი ეპიდსიტუაციაა, ყველაფერი შეჩერებულია.

- რთულია ქართული ფოლკლორის სამსახურში ყოფნა?

- დიახ, თუმცა ამას ხალხის სიყვარული აბლანსებს. ყოველთვის ვგრძნობთ, რომ საზოგადოებას ეს საზრდო სჭირდება.

- საკმაოდ ხშირად ხდება ფოლკლორის გათანამედროვება, თქვენ თუ მოგწონთ ეს?

- არა, არც მოწონს და არც ვემხრობი!

- რატომ?

- იმიტომ, რომ ძველს როდესაც ათანამედროვებ, ორიგინალზე უკეთესი უნდა იყოს - მხოლოდ ასე გახდება ის მოსაწონი საზოგადოებისთვის. თანამედროვე ნამუშევრები კი ორიგინალებს არაფრით სჯობს.

- კრიმანჭულს ამბობთ, ბატონო ზორბეგ?

- ახლა ვეღარ... ასაკის გამო მოხდა ასე, თუმცა ახალგაზრდობაში კრიმანჭულის მთქმელიც ვიყავი.

 -მართლა ასეთი რთულია შესასრულებლად?

- ძალიან რთული... კრიმანჭულის თქმას სხვა ტექნიკა სჭირდება.

- თუ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ ამ საქმეს?

- ასეთები ნამდვილად გვყავს და ეს ძალიან მახარებს. ჩვენთან, ანსამბლშიც, ისეთი პოტენციალის მქონე ბიჭები გვყავს, ამ გზას ნამდვილად ღირსეულად რომ გააგრძელებენ.

- საკუთარი ნამღერი მოგწონთ?

- ზოგიერთ შემთხვევაში არ მომწონებია. საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ.

- ანსამბლის წევრების მიმართაც? ზოგადად, როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ... სამწუხაროდ, ახლახან ანსამბლის ორი წევრი გარდაგვეცვალა და უზომოდ რთულია ამის შემდეგ სიმღერა...

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?

- ალბათ, იქნებოდნენ ისეთები, ვისაც მოსწონს ჩემი სიმღერა.

- ბატონო ზორბეგ, რას ისურვებთ 2021 წლისთვის?

- მივულოცავ მთელ საქართველოს დამდეგ ახალ წელს,  სიკეთისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. ჯერ ვირუსი დაგვემარცხებინოს და მალე ჩვენი ქვეყანაც გვენახოს გამთლიანებული.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება