სიახლეები
საინტერესო

2020 სამასწავლებლოში, ანუ როგორი იყო ეს წელი პედაგოგებისთვის - ყველა სიახლე, რომლებიც პროფესიული წინსვლის სქემაში შევიდა
03-01-2021
-
+


2020 წელი პედაგოგებისთვის რადიკალური ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა. ჯერ იყო და მარტში დაუგეგმავად და მოულოდნელად მათ დისტანციური სწავლების მეთოდების ათვისება მოუწიათ, შემდეგ იყო სტატუსების მოსაპოვებლად გამოცდების ლოდინი, თუმცა პრაქტიკოსთა გამოცდა 2021 წლისთვის გადაიდო, წამყვანობისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად კი წელს პროფესიული უნარების გამოცდა არ ჩატარებულა.

თვალი გადავავლოთ, რა გამოწვევის წინაშე დადგნენ წელს მასწავლებლები და რა ცვლილებები შევიდა 2020 წელს პროფესიული წინსვლის სქემაში.

უნდა აღინიშნოს, რომ 26 ივნისს მიღებული მთავრობის დადგენილებით, მასწავლებელთა სტატუსის სახეები და სტატუსის ამაღლების წესები განისაზღვრა.

წელს პრაქტიკოსის სტატუსი სქემიდან გაქრა და სტატუსის სახეებად მხოლოდ უფროსი, წამყვანი და მენტორი დარჩა.

გაზაფხულზე საგნის კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია გამოცხადდა პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, მათ კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი, აეღოთ ქულა და მოეპოვებინათ სტატუსი, გამოცდა ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზაფხულში გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ მასწავლებლობის მსურველებს მიეცათ, პრაქტიკოსების გამოცდამ კი შემოდგომისთვის გადაიწია. იყო ბევრი მითქმა-მოთქმა, რომ პრაქტიკოსების გამოცდა არჩევნებამდე (31 ოქტომბრამდე) არ ჩატარდებოდა და ხელისუფლება ათასობით პედაგოგს არ გადაიმტერებდა, გამოცდა მართლაც არ ჩატარებულა და ის პანდემიური სიტუაციის გართულების გამო 2021 წლისთვის გადაიდო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების წინსვლის სქემაში კი აღინიშნა, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე დარეგისტრირებულები იყვნენ, 2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე არაფერი ემუქრებოდათ და მათ სამსახურები შეუნარჩუნდებოდათ.

2020 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ უფროსი პედაგოგებისთვისაც, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი ნაბიჯი - გარე დაკვირვება ჰქონდათ გასავლელი. შეიძლება ითქვას, რომ ამ მასწავლებელთა დიდი ნაწილი დაიჩაგრა, როდესაც გაზაფხულზე, დისტანციური სწავლების დროს, მათი დაგეგმილი გარე დაკვირვების გაკვეთილები გადაიდო, რადგან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი იმ პერიოდში არ აღმოჩნდა მზად, მნიშვნელოვანი კომპონენტი დისტანციურად შეეფასებინა, თუმცა 2020-2021 სასწავლო წლის პირველივე სემესტრში მასწავლებლის სახლმა ამ პედაგოგებს გარე დაკვირვების ონლაინ რეჟიმში გავლა შესთავაზა და მათმა უმრავლესობამ უკვე წარმატებით გაიარა წამყვანის სტატუსის მოსაპოვებელი მნიშვნელოვანი აქტივობა.

სიახლისადმი არანაკლები მოლოდინით იყვნენ წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც მენტორის სტატუსის მოპოვება სურდათ, თუმცა მათი პროფესიული წინსვლა 2022 წლამდე გადაიწია. 2020 წლის 26 ივნისის დადგენილებაში წერია, რომ წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელი პროფესიული უნარების გამოცდა 2021 წლიდან უნდა ჩატარდეს, თუმცა როგორც გაირკვა, აღნიშნული გამოცდა არც 2021 წელს ჩატარდება და ის 2022 წლისთვის გადაიდო.

2020 წელი მნიშვნელოვანი იყო სპეციალურ მასწავლებლებისთვისაც, რადგან მათ ახალი დადგენილებით პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭათ და როგორც სხვა საგნის პედაგოგები, ისინიც გამოცდების ჩაბარებითა და აქტივობებით მოიპოვებენ უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსს.

წლის მნიშვნელოვანი სიახლეა დისტანციური სწავლების მოდელის დამკვიდრება და ელექტრონული ჟურნალიც. თავდაპირველად ონლაინ სწავლებას ქაოსი და გაუგებრობა მოჰყვა, თუმცა 2020-2021 სასწავლო წელს სკოლები მომზადებულები შეხვდნენ დისტანციურ სწავლებას და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მართალია, თვალის ახვევა იქნება, რომ ვთქვათ, თითქოს ყველა მოსწავლე ჩართულია დისტანციურ სწავლებაში, თუმცა განათლების სამინისტრო ამაზე თვალს ხუჭავს და ონლაინ სწავლებით კმაყოფილია.

პედაგოგებისთვის ამ წლის დიდი იმედგაცრუებაა ის, რომ როგორც დაგეგმილი იყო, მათი ანაზღაურება 2020-2021 წლის დასაწყისში 150 ლარით უნდა გაზრდილიყო, თუმცა განათლების სამინისტრო დანამატს მასწავლებლებს 2021 წლის იანვარში დაჰპირდა, ისიც 100 ლარს 150-ის ნაცვლად.

რომ შევაჯამოთ, მასწავლებლებისთვის 2020 წელი გამოწვევების, სირთულეებისა და იმედგაცრუების წელი იყო თუ არ ჩავთვლით პედაგოგების იმ მცირე ნაწილს, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს და ანაზღაურება გაეზრდათ.

„ეტალონი“ ყველა პედაგოგს წარმატებულ, მშვიდ და სასიამოვნო სიახლეებით სავსე 2021 წელს გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება