| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

10 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-9 , მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა სადამრიგებლო საათის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს.
მე -9 კლასის მოსწავლემ ნათია ქაროსანიძემ მოკლედ მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის და ბავშვთა უფლებების შესახებ არსებული დოკუმენტების შექმნის ისტორია, ისაუბრა ამ დოკუმენტების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები მარადიული, საყოველთაო და განუყოფელია.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნონა მაჭარაშვილმა მოსწავლეებს შესთავაზა მოეხდინათ ადამიანის უფლებების კლასიფიკაცია შინაარსობრივი ნიშნით. მოსწავლეებმა ადამიანის უფლებები დააჯგუფეს: სამოქალაქო პირად, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებად.
ამის შემდეგ, მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად განიხილეს ბავშვთა უფლებათა კონვენციის რამოდენიმე მუხლი და იმსჯელეს, თუ როგორ ემსახურება მათ სკოლაში არსებული წესები წარმოდგენილი უფლებების დაცვას.
მე-11 კლასის მოსწავლემ დაჩი ბიბინიძემ და მე-9 კლასის მოსწავლე ნათია ქაროსანიძემ ბავშვთა უფლებების თემაზე შექმნილი ნახატები წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ