| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში იმ სკოლებში, სადაც 25 ნოემბრამდე დისტანციური სწავლების რეჟიმია? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დისტანციური სწავლება 25 ნოემბრიდან უქმდება და სკოლები დასწრებით სწავლაზე გადადიან, თუმცა ეს გადაწვეტილება შეიცვლება თუ არა და ხვალიდან დაუბრუნდებიან თუ არა საკლასო ოთახებს ამ სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, ერთი დღით ადრეც უცნობია. განათლების სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება და ამის მიხედვით გამოქვეყნდება ბრძანება.
„ამ ეტაპზე უცნობია განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი 25 ნოემბრიდან საკლასო ოთახებში. ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას. სხდომის შემდგომ გამოცხადდება, როგორ გაგრძელდება სწავლა“, - გვითხრეს უწყებაში.
შეგახსნებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე აჭარასა და 10 დიდ ქალაქში სასწავლო პროცესმა დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა. ონლაინ სწავლების ფორმატი იყო იმ სკოლებშიც, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდა. გარდა ამისა, ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ის მუნიციპალიტეტებიც, რომლებმაც თავად მიმართეს სამინისტროს აღნიშნული მოთხოვნით.
დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებიან: თელავის, ახმეტის, ყვარელის და ლაგოდეხის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგი, ზესტაფონის ტყიბულის, თერჯოლის, ბაღდათის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევი და ხულოს, ხაშურის, ქარელის, რუსთავის, გორის, ფოთის, გარდაბნისა და ჭიათურის სკოლები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად