სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს  10 ახალგაზრდა დააჯილდოვა
18-11-2020
-
+


სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და ფონდის მიერ ინიცირებული სტუდენტური გრანტების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ ათ წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს გასულ სასწავლო წელს და შედეგად ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ.

შეხვედრას დაესწრნენ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ კერვალიშვილი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში მერაბ ბერიძე და სტუდენტები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ვაჯილდოვებთ წარმატებულ და გამორჩეულ ახალგაზრდებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიზანი სწორედ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მომავალი პედაგოგების წახალისებაა. საოცარია სტუდენტების შრომისმოყვარეობა და დამოკიდებულება, რაც შეიძლება მეტად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობა და გახდნენ ჩვენი სტიპენდიანტები. ეს კი ჩვენც გვიზრდის სურვილს, რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი მოვიცვათ და მეტ მომავალ პედაგოგს მივცეთ საშუალება გახდნენ ჩვენი გრანტიორები,“ - განაცხადა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ ინიცირებული სასტიპენდიო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად გპფ-მ უკვე გამოყო სტიპენდიები  სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩამოთვლილ უმაღლეს სასწავლებლებში ქვეყნის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს. 

პროექტის ფარგლებში მიმდინარე ნოემბრის თვეში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გორისა და თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ჯამში 29 ახალგაზრდა ისარგებლებს სასტიპენდიო პროგრამით. 

ჩამოთვლილ უნივერსიტეტებთან მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის  საფუძველზეც ფონდის მიერ გამოიყო სტიპენდიები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ გამორჩეული და წარჩინებული სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ სამეცნიერო მუშაობას.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მე-12 კლასელებთან დაკავშირებით ცვლილებაა - უმაღლესი განათლების შესახებ მინისტრმა დეტალებზე ისაუბრა 

რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

დასწრების მაჩვენებელის რეპორტი - დეტალური ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ

სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებასი წახალისებულია

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება