| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. ესენი არიან მათემატიკის მასწავლებელი ნადიმ ხოზრევანიძე და ინგლისური ენის მასწავლებელი თინათინ ბურთიკაშვილი.
მათემატიკის გარე დაკვირვების გაკვეთილი დაემთხვა სწავლების დისტანციურ რეჟიმს, გაკვეთილი ჩატარდა Teams-ის ვირტუალურ საკლასო ოთახში. ნადიმ მასწავლებელმა და განთიადის საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებმა დაამტკიცეს, რომ სწავლის ონლაინ ფორმატში წარმართვა საკმაოდ წარმატებულია.
თინათინ ბურთიკაშვილი განთიადის სკოლაში მერვე წელია პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში საკმაოდ წარმატებულად ასწავლის. ამ საგანშიც მეხუთე კლასელებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული მონდომება და ასახელეს სკოლა.
„უღრმესი მადლობა განთიადის საჯარო სკოლის პედკოლექტივს, დირექტორს - ბატონ კაკო ანთაძეს, V კლასის უნიჭიერეს მოსწავლეებს და მათ მშობლებს ჩემი მხარდაჭერისთვის“,-აღნიშნავს პედაგოგი თინათინ ბურთიკაშვილი.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ