სიახლეები
სკოლები

„მიტოვებული სახლის მოგონებები“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ჩანახატს გვიზიარებს
09-11-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მორიგ ჩანაწერს გვიზიარებს. „მიტოვებული სახლის მოგონებები“ - ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ. 

-გამარჯობა ბატონო, როგორც მივხვდი თქვენ ამ სახლის შეძენა  გსურთ?!

-დიახ..

-კი ბატონო,  გნებავთ  შევიდეთ, დავათვალიეროთ?

-უკაცრავად, ძალიან დამავალებთ თუ თქვენ ფორმალურ საკითხს მოაგვარებთ, დანარჩენს დამოუკიდებლად მოვახერხებ ყოველგვარი დახმარების გარეშე... 

-გასაგებია... თუმცა ვალდებულად ვთვლი, მოგახსენოთ, რომ  სახლს მძიმე წარსული უდევს საფუძვლად. აქ უგზოუკვლოდ გაუჩინარებული დედა-შვილი ცხოვრობდა,  ალკოჰოლდამოკიდებული მამა კი მუდმივი ბინადარი გახლდათ. სახლი მისთვის  ერთი გავერანებული ქვეშაგს და თავზე  ჭერის ფუნქციას წარმოადგენდა, მეტი დანიშნულება ამ ადგილს მისთვის არ ჰქონია. ამიტომ ყველაფერი რესტავრირებას საჭიროებს. ეს უნდა გცოდნოდათ, ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.

-გმადლობთ ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ წაბრძანდეთ...

ახლგაზრდა მომხიბვლელმა მამაკაცმა დიდი სინანულით შეავლო თვალი სახლის  გაფითრებულ ჩამორეცხილ კედლებს და მოცელილივით მიესვენა სკამზე. თავი სინანულით  ჩარგო მკლავებში ძლიერი ოხვრით განაგრძო ფიქრი... თითქოს რაღაცა მნიშვნელოვანის შესახვედრად სახელდახელოდ ემზადებოდა...

-პიანინოს ხმა, თუ გესმის  დედა???

-სად დედი მე არაფერი მესმის.

-მე კი მისი ჟღერადობა სიამოვნების ჟრუანტელივით დამდის სხეულში. ხანდახან ასე მგონია, რომ მათბობს და ენერგიას მმატებს, ეს ხმა შიმშილის გრძნობასაც მიკლავს, საოცარი ხმაა, მოუსმინე და შენც გაიგებ...

-ხო შვილო... ასეა ხანდახან, ხმაურში გესმის სიჩუმე და სიჩუმეში - საამო გულში ჩამწვდომი ხმა. ეს გეხმარება სამყაროს უკეთ აღქმაში, სიკეთის, სიხარულის დანერგვაში. შენ თვითონ უნდა შექმნა სამყარო, სადაც თავს ლაღად იგრძნობ, ყველა სურვილს და ნატვრას აიხდენ, ჩიტივით უშფოთველად ინავარდებ შენს ოცნებებში. იცოდე და გახსოვდეს, რომ ამ გაყინული კედლების მიღმა სხვა სამყაროა. სრულიად განსხვავებული, რომლის ერთპიროვნული მოზიარე ხარ. გაყევი შენს სურვილს და  საწადელს აუცილებლად მიაღწევ.

-დედა, შენ რომ გისმენ ვმშვიდდები, ორი წუთის წინ მციოდა და ახლა ისევ შენმა  სიტყვებმა გამათბო. სამყარო იმდენად ვრცელია, რომ ყველას იტევს - ბოროტსაც, კეთილსაც  და უნამუსოსაც...სად არის სამართალი? ან ჩვენ რა დავაშავეთ ბნელ სარდაფში რომ ვართ გამომწყვდეული. მხოლოდ იმიტომ რომ მშობელ მამას ალკოჰოლთან ერთად,  ბოროტი სული უსაფრდება სხეულში, უმოწყალოდ გვისწორდება,  გვაყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, გვინადგურებს ახალი დღის გათენების იმედს, ვინ მისცა მას ამის უფლება?

-შენ სრულიად საფუძვლიანად ხარ გაბრაზებული მამაზე. მე ეს მტკივა, მაწუხებს და განვიცდი, მაგრამ მაგაზე უფრო საკუთარი ქმრის,  ურჩხულად გარდაქცევას მივტირი. გახსოვდეს ის, რაც კარებს მიღმა დგას, არაამქვეყნიური ცხოვრებისგან შექმნილი მრისხანებაა, ჩვენ მას სამწუხაროდ ვერ შევებრძოლებით. იცი რატომ? იმიტომ რომ სიყვარულზე ადამიანის შვილს უნდა ესაუბრო, ის კი  გრძნობადაკარგული პირუტყვია, რომლსაც ყოველგვარი ღირებული უნდა  ჩაკლას ჩვენში, მიღებული ენერგიით კი  ისაზრდოვოს, უშფოთველად ბლანტ სამყაროში განაგრძოს ცხოვრება.

-დედა ბნელა, ვერ გხედავ....

-ხელებით მომძებნე დედი, მთელი ძალისხმევით მოინდომე ჩემთან მოსვლა...გზად რწმენას შეხვდები ბედნიერების სითბო მოგელამუნება გულზე .... მზის სხივებად დაღვრილი მცხუნვარება შენც გაგათბობს და ოთახსაც გაანათებს. სწორედ ეგაა რწმენა შვილო,  სიხარულის ფესვებად გამდგარი ბედნიერება და ბოლოს სიყვარული მოგნუსხავს. გახსოვდეს, რომ შენ ხარ ჩემი მარადიული სიყვარული.

-ახლა რომ გეხუტები, მშვიდად ვარ, აღარც შიმშილს ვგრძნობ  და სიცარიელეც არ მიფიტავს სხეულს. ჩვენ ორივე ვხედავთ, რომ მამა ყოველდღე ალკოჰოლითაა გაჟღენთილი,  პათოლოგი და ბილწსიტყვიანია. ხანდახან გონებადაბინდული ფიზიკურადაც გვისწორდება, შენ თავდაცვის მიზნით, ნესტიან და მღრღნელებით სავსე სარდაფში მმალავ იქამდე, სანამ გონში არ ჩავარდება და მუხლებზე არ დაგიჩოქებს, ბოდიშის მოხდის მიზნით. ეს კი დროს მოითხოვს, ამასობაში ჩვენ  ვიყინებით, ისე გვცივა. ხანდახან მგონია ეს სიცივე შემიწირავს და ამის მერე კიდევ ამხელა იმედს მინერგავ, შენ თუ გჯერა საკუთარი სიტყვების?

-მე მჯერა რომ, ამ ბნელი სამყაროს იქით, შენთვის ნათელი ცხოვრებაა გადაშლილი და შენ აუცილებლად გაიზიარებ. ამ სიამოვნებას. იმ პიანინოს ხმას აჰყევი, რომელიც გიხმობს,   სახელოვანი პიანისტის გზაზე. შენ ვალდებული ხარ გამარჯვება ჰპოვო ცხოვრების უსამართლობაზე.

-შვილო ამდენი წლის  მერე ისევ აქ ზიხარ და საკუთარ წარსულს  ებრძვი...

ფიქრებიდან გამოსულმა ბატონმა, დედის სათნო მზერას  შეავლო თვალი...

-დედა??

-ჩვენ  გავექეცით ამ სადგომის კედლებს და მის მარწუხებში მოქცეულ  მოგონებებს. მაგრამ რაღაც უხილავი კავშირი ისევ აქ გაბრუნებს? მიპასუხე რა ჰქვია ამას?

-ვერ აგიხსნი ამ გრძნობას რა ჰქვია, ეს არის განსაკუთრებული   სულიერი კავშირი, რომელმაც უკანმოუხედავად მომიყვანა აქამდე. მთხოვს  ცოტახნით გავიარო ის გზა, რასაც ყოველდღე მატარებდა მამაჩემი თავისი უზნეო ქცევით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით. სწორედ მან შეუბრალებლად  შეიწირა ჩემი ბავშვური უდრტვინველი წლები  და მიუხედავად ყველაფრისა, აქ ვარ, შემდგარი ადამიანის სტატუსით, აღარც შიში მჭამს და არც - მღელვარება.

-მართალი ხარ, ერთხელ მოვინდომეთ და წავედით, ასე თავნებად გადავდგით ამ კარების ზღურბლზე ფეხი. ოცნებებით და იმედებით აღსავსე, წავედით შორს და ისევ შენმა  თანადგომამ ამიყვანა  წარმატების გზაზე. მაგრამ არის  მომენტები, როდესაც იმ პატარა ბავშვივით მცივა და მეშინია,  აი ამ გაცრეცილი კედლების მიღმა რომ დავტოვე.

-სულ მინდა იმ ბავშვის თვალებში ჩახედვა  და იმ შიშის ძალისხმევის შეგრძნება, რომელსაც  წლობით ვერკინებოდი. დიახ, მეშინოდა მამის, რომელიც ასე სასტიკად მისწორდებოდა, ცხოველივით სარდაფში მკეტავდა, მასხრად იგდება ჩემს გრძნობებს, ოცნებებს იმედებს. არაფრად აგდება სურვილებს, რომელიც შეიძლება პატარა ბავშვის ცნობიერებას წარმოესახა. მისი ძალისხმევის შედეგია, რომ ყოველგვარი საკვების და სითბოს მოკლებული ვიზრდებოდი. სიბნელეში და სიცარიელეში ვსახავდი გეგმებს, რომლიც სიცილად არ ჰყოფნიდა. ყველაფერი ერთად აღებული გულის ტკივილია. მაგრამ მე ყველაზე მეტად შენი დაკარგვის მეშინოდა, იმ იმედის და ძალისხმევის, რომელსაც მინერგავდი. სწორედ  დიდმა სიყვარულმა მომიყვანა აქამდე. თითქოს გადავლახე ყველაფერი, რაც  მომავლის ძიებაში მაბრკოლებდა და დღეს აქ ჩემს წარსულთან პირისპირ მდგარი, ისევ  განვლილ დღეებს ვერკინები. ვიცი, გეგონა, წავიდოდი და უკან აღარ დავბრუნდებოდი,  მაგრამ არა, აქ ვარ, შემდგარი და წარმოსადეგი, წარმატებული პიროვნების სამოსში გამოწყობილი.  მე გავიმარჯვე იმ გაჭირვებაზე, სიძულვილზე, ძალადობაზე, რაც ჩემს თავსა და  გულში ხდებოდა. გაჭირვება არ ნიშნავს გონების გათიშვას, გაჭირვება ნიშნავს ბრძოლას, რამდენჯერაც წინ წახვალ, იმდენჯერ გამარჯვების დროშას აფრიალებ შენს ფიქრებში. ხოდა ეხლა ვამბობ, რომ  შევძელი ამ  დიდ წნეხზე გამარჯვება. მამა  გამოგვეცალა ხელიდან, წავიდა თავისთვის მარტოდ ეულად, სწორედ ისე როგორც მას სურდა. ჩვენგან შორს  ოჯახს სითბოს და სიყვარულს მოკლებული. მას სასმელმა ზნეობა და ადამიანური გრძნობები დააკარგვინა. მე მისთვის ისეთივე უცხო ვიყავი, როგორც ქუჩაში უცხო მიუსაფარი ბავშვი. იცი დედა, ასე მგონია რომ მეცოდება კიდეც....

-დედა, რატომ სტირი?

-მამას რომ ახსენებ გული მეკუმშება, რა მალე გავიდა დრო, როგორ დაილია მისი ეული სული. მცემდა და ვგრძნობდი, რომ საკუთარი აზრით არ მოქმედებდა, ეს სასმელი უბინდავდა გონებას. არადა შეუდარებელი მამა და მეუღლე იყო. მეცოდებოდა სულით და გულით, მაგრამ ვერაფერს ვშველიდი. მან საკუთარ თავს გამოიტანა განაჩენი, მე მის სურვილთან უძლური ვიყავი...

ვერ გადავარჩინე ის, მაგრამ მე შევძელი შენი ცხოვრების გარდასახვა, ოთხმოცდაათი გრადუსით შემობრუნება. ამის ძალა უპირობოდ მომცა უფალმა  და დღეს  მიტოვებული სახლის კედლებს დავუბრუნდით, ისევ ჩვენს ტკივილს და მძაფრ განცდებს ვესტუმრეთ...მხოლოდ ეს გამაგებინე რატომ?

-იმიტომ დედა რომ,  ყოველთვის უნდა გახსოვდეს შენი ფესვები, საიდან მოდიხარ, როგორ აუწყე ამ ცხოვრებას  ფეხი. მიუხედავად ყველაფრისა, ეს სახლი მიყვარს და მენატრება. ამ სახლის ცივმა კედლებმა შეგვიფარა, გამოგვზარდა, გაგვამხნევა, არ შემიძლია გვერდს ვერ აუვლი...სწორედ ამ მიზეზის გამო მოვედი აქ. იმ  წარსულ ბედნიერებას გავიზიარებ, რაც ვერ შევძელი, რომ მეგრძნო და აღმექვა. დედა ხომ ჩემთან ხარ შენ ხომ არ დამტოვებ, ახლა ყველაზე მეტად მჭირდები. ჩვენ ხომ წარსულთან თანაცხოვრებას ვსწავლობთ.

-როგორც ყოველთვის, ჩემო შვილო... მე შენი სულის მოდარაჯე ვარ...  ვიდგომოთ აქ და წარსულს მომავლის ელფერი მივცეთ, გავალამაზოთ ის მოგონებები, რომლიც გაგვინადგურეს და შეგვიბილწეს. იმ შეშინებული ბავშვივით, გულში სიცარიელეს ვგრძნობ და აუტანლად  მცივა. 

სახლის საკვამურს კვამლი ასდიოდა, გაცრეცილი კედლები სიამოვნებით  იმზირებოდნენ და მადლიერების ნიშნად სითბოს  მონაგარს ღრუბელივით იწოვდნენ. გარეთ აგვისტოს მცხუნვარე მზის ფონზე,  სახლის  ღუმელში ცეცხლის ალი ირეკლებოდა. მოგონებებით შეპყრობილი დედა-შვილი წარსულის გაყინულ განცდებს ათბობდა მიფიცხებულ ცეცხლთან, ეს იმ  დღეების აჩრდილია, რომლის გამოსახულებაც გიღიმის და ფეხდაფეხ დაგდევს.

ნინო დოხტურიშვილი


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
მეთორმეტე კლასის მოსწავლეების წლიური შეფასება - საბოლოო ვადები და ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იზრდება და სავალდებულო განათლების მიღება 10 წლიანი ხდება - დეტალური ინფორმაცია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
ჩანიშნული შემაჯამებლები და გაკვეთილები უქმდება - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის უქმე დღესთან დაკავშირებით
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა პირველკლასელთა წარმოდგენა -  „ანბანის გაცილება“, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
გარდა ამისა, მათ გერმანულ ენაზე იმღერეს, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
პროექტის ორგანიზატორი და ხელმძვანელი 2009 წლიდან თამარ ივარდავა გახლავთ
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დააკვირდნენ და შეისწავლეს ნახევარგამტარის გამტარებლობა
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება