| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის გადასაცემი ოქროსა და ვერცხლის მედლების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა განათლების სამინისტროს მიერ შექმნილმა კომპანიამ, „საგანმანათლებლო რესურსებმა“. 14 895 მედლის შესაძენად სამინისტრომ 424 728 ლარს გამოყოფს.
აღსანიშნავია, რომ უწყება შეისყიდის 2023-2024; 2024-2025 და 2025-2026 სასწავლო წელს წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლებს და მედლის ჩასადებ ყუთებს.
წინადადებების მიღება 5 აპრილიდან იწყება და 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული რომელ სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის რამდენი მედალია განკუთვნილი, თუმცა შესასყიდი საქონლის სავარაუდო საერთო რაოდენობები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
• ოქროს (მოოქროვილი) მედალი - 12 486 (თორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაექვსი) ერთეული;
• ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი - 2 409 (ორი ათას ოთხასცხრა) ერთეული;
• ჩასადები ყუთი - 14 895 (თოთხმეტი ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი) ერთეული.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი