სიახლეები
პიროვნება

„იმდენად სტრესული იქნება მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ-რეჟიმზე დაბრუნება, რომ სამასწავლებლოშიც კი არ ვიხსნით პირბადეს“
10-11-2020
-
+


ოჯახის შექმნამდე და სვანეთში საცხოვრებლად გადასვლამდე, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, მასწავლებლის საპასუხისმგებლო პროფესიას თუ ეზიარებოდა, მაგრამ... „ახლა ვფიქრობ, ეს ისაა, რაც მთელი ცხოვრება უნდა მეკეთებინა“, - etaloni.ge-სთან საუბარი ამ ფრაზით დაიწყო და ისიც გაიხსენა, პირველი ნაბიჯები, როგორც პედაგოგმა, როგორ გადადგა - მთელ სკოლაში მხოლოდ ერთი მოსწავლე გვყავდა და ჩვენ ორნი ვიყავით ყველაფერი - ზარის დამრეკებიც და შეშის დამჩეხებიც კიო, - იხსენებს სალომე ფურცხვანიძე, რომელიც დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგია; პარალელურად, სკოლაში ორ კლუბს ხელმძღვანელობს და სვანეთზე უზომოდ შეყვარებული  სალომე მასწავლებელი, მოსწავლეებზე ისეთი სიყვარულით საუბრობს, მიხვდებით - მასწავლებლობა მართლაც ისაა, რაც მას მთელი ცხოვრება უნდა ეკეთებინა:

- როგორ დაიწყეთ სასწავლო წელი, ქალბატონო სალომე, მით უმეტეს, რომ ფუფუნება - საკლასო ოთახებში განახლებულიყო სწავლა, ბევრ სკოლას არ ჰქონდა?

- ჩვენ ნამდვილად იმ ბედნიერებს შორის ვართ, ვინც სასწავლო წელი პირდაპირ საკლასო ოთახებში დაიწყო. რამდენიმე თვე მოკლებულნი ვიყავით ამ სიამოვნებას, რაც ჩვენთვის, მაღალმთიანი რეგიონის სკოლებისთვის, ეს განსაკუთრებული სტრესი იყო და ახლავე აგიხსნით, რატომ - აქ პრობლემებია არა მხოლოდ კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, არამედ ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, შეფერხებით, რთულად მიმდინარეობდა მეორე სემესტრი. მე, პირადად, კლასში მყავდა მოსწავლე, რომელიც ონლაინ-სწავლებაში ვერ ჩაერთო, რადგან მის ოჯახში არ იყო შესაბამისი ტექნიკა, რათა ინტერნეტი ბუკზე გაეზიარებინათ; ვმუშაობდით, მაგრამ ძალიან დიდი შეფერხებით და ბედნიერები ვართ, რომ სასწავლო წელი ტრადიციულად დაიწყო ჩვენ სკოლაში - გაძლიერებულად, დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და რაღა თქმა უნდა - რეგულაციების სრული დაცვით; ყველანი ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ასე შეგვეძლება ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება. იმდენად სტრესული იქნება მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ-რეჟიმზე დაბრუნება, რომ სამასწავლებლოშიც კი არ ვიხსნით პირბადეს, მაქსიმალურად ვიცავთ რეგულაციებს, ჯგუფური მუშაობა ინდივიდუალური მუშაობით ჩავანაცვლეთ, რთულია, გარკვეული ღონისძიებები შეფერხებულია, თუმცა სხვა სკოლებთან შედარებით, საწუწუნო ნამდვილად არაფერი გვაქვს.

- რთულია მაღალმთიან რეგიონში დისტანციური სწავლების წარმართვაო, გვითხარით და ახლა, სკოლაში დაბრუნებულს, უკვე შეგიძლიათ იმსჯელოთ, ონლაინ-სწავლების შედეგებზე?

- ვცდილობდით, ეს ყველაფერი მინიმუმს ზევით ყოფილიყო და ასეც მოხდა - შედეგი უფრო მეტი აღმოჩნდა ვიდრე - მოლოდინი... ცალ-ცალკე ყველა ვწუწუნებდით, რომ ასეთი სწავლება არაფრისმომცემი იყო, მაგრამ ფაქტია - რომ არა დისტანციური სწავლება, საძირკველი ახალი ასაშენებელი იქნებოდა და ხარვეზებზე საუბრების მიუხედავად, ფაქტია - მომავალ კლასთან კონტაქტი შეუძლებელი გახდებოდა.

- დაწყებით კლასებთან ალბათ მაინც განსაკუთრებით რთულია დისტანციური სწავლება?

- შარშან მეოთხე კლასი მყავდა და შედარებით მარტივი იყო, თუმცა პირველ კლასს რაც შეეხება, ონლაინ-რეჟიმი ძალიან რთული იქნებოდა; ახლაც კი ყველანაირად ვცდილობთ, კვლავ ონლაინ-სწავლებაზე რომ მოგვიწიოს გადასვლამ, გარკვეული საფუძველი შევამზადოთ...

- სწორედ ამაზე საუბრობდნენ, ქალბატონო სალომე, რომ დაწყებითი კლასებისთვის მნიშვნელოვანი იყო სწავლა საკლასო ოთახებში. თქვენ როგორც დაწყებითების პედაგოგმა, იქნებ აგვიხსნათ, რატომაა ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი?

- აქ წერა კითხვისა და გარკვეული უნარ-ჩვევების გარდა, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია - საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რისი გაკეთებაც, ონლაინ-რეჟიმში, ურთულესია; აღარაფერს ვამბობ ანბანის გაცნობაზე, როდესაც უშუალო კონტაქტი გაქვს მოსწავლეებთან, ცდილობ აუხსნა, დაეხმარო...  ამ დროს, მშობელზე მეტად, შენი იმედი აქვს. გასაგებია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლეა და ჩვენ, რა თქმა უნდა დავემორჩილებით ყველა წესს, მაგრამ სანამ შესაძლებელია, საკლასო ოთახებში ვისწავლოთ, ეს შანსი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ,

- სოციალურ დისტანციას როგორ იცავთ და როგორ უხსნით თქვენს პატარებს, რომ სალომე მასწავლებელს არ უნდა ჩაეხუტონ?

- იმდენად საყოველთაოა ეს ინფორმაცია, რომ ბავშვებს გააზრებული აქვთ ყველა ნიუანსი - ხელების დეზინფექციით დაწყებული, სოციალური დისტანციის დაცვით დასრულებული...

- როგორც ვიცით, სკოლაში ორ კლუბს ხელმძღვანელობთ...

- ეკო-კლუბი წლებია შევქმენით, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, ბავშვებიც ჩართულები არიან გარემოსდაცვით ღონისძიებებში, ვაწყობთ სემინარებს, პრაქტიკულ სამუშაოებს და ყალიბდებიან ისეთ მოქალაქეებად, რომლებმაც იციან, როგორ მოუარონ თავის ქვეყანას.

ასევე ვხელმძღვანელობ სამეწარმეო კლუბს, ვმონაწილეობთ სასკოლო სამეწარმეო კლუბების გამოფენა-გაყიდვაში, შარშან პირველი ადგილიც ავიღეთ; ჩამოვაყალიბე არასამეწარმეო ორგანიზაცია ზემო სვანეთის განვითარების ცენტრი და მალე მოსწავლეებსაც გადავამზადებთ.

რთულია მაღალმთიან სოფლებში ნებისმიერი საქმიანობა. ისე არ გაიგოთ, თითქოს დაჩაგრულები ვართ, მაგრამ ბარის სკოლებთან შედარებით, აქაურ პედაგოგებს მეტი ძალისხმევა გვჭირდება... არ ვამბობ, რომ აქ ვინმეზე რაიმეთი მეტია მასწავლებელი - ყველა ერთნაირად ვშრომობთ, უბრალოდ, ჩვენ მეტი ძალისხმევა გვჭირდება მიზნის მისაღწევად.

- ასეთ დროს რამდენად გრძნობთ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას?

- თუკი შენი სკოლის ხელმძღვანელისგან არ არის თანადგომა, ძნელია სხვაგან ძებნა, ჩვენი სკოლის დირექტორი კი ყველანაირად გვიდგას მხარში და თავს არ ზოგავს,  ჩვენი წინსვლისა თუ განვითარებისთვის; ამას გარდა, რთულია, ფინანსები მოიძიო სკოლაში, როდესაც ეკო-კლუბი თუ სამეწარმეო კლუბი გარკვეულ ღონისძიებაზეა მიწვეული, რომელიც დედაქალაქში იმართება, ადგილობრივი ხელისუფლება რითიც შეუძლია გვეხმარება, რათა ჩვენ ამ ღონისძიებას არ გამოვაკლდეთ; აღარაფერს ვამბობ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრზე, რომელიც ყველანაირად ღიაა ჩვენთვის და ნებისმიერი ტიპის აქტივობისთვის.

- მაღალ მთაში პედაგოგებს მეტი ძალისხმევა გვჭირდებაო, გვითხარით და რატომ აირჩიეთ ასეთი რთული პროფესია?

- როდესაც სვანეთში პირველად მოვსინჯე  ძალები სკოლაში, იქ მხოლოდ ერთი მოსწავლე სწავლობდა... სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ემოციებს, ერთგვარად, მისტიურ გარემოში ვიყავით - მთელ შენობაში მე და ერთი მოსწავლე, სადაც ზარის დამრეკებიც ჩვენ ვიყავით და შეშის დამჩეხებიც. პროფესიით პედაგოგი არ ვყოფილვარ, თუმცა ახლა სერტიფიცირებული ვარ, წამყვანობაზე გარედაკვირვებაც გავიარე და ამ გადმოსახედიდან, თამამად შემიძლია ვთქვა - ეს ის საქმეა, რაც ყოველთვის უნდა მეკეთებინა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ
განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე, ღონისძიებით - „დედამიწა ცოცხალი არსებაა, მუდამ სჭირდება მოფრთხილება“
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება