სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ქოუჩინგის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები დაინერგება
06-11-2020
-
+


განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სწორედ ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციას (ICF საქართველო) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და „ICF საქართველოს“ პრეზიდენტმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა მოაწერეს. 

მემორანდუმის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქოუჩინგის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების დანერგვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან. სკოლებში შესვლამდე კოორდინატორებმა, საგნობრივმა, ტექნოლოგიების, ინკლუზიური განათლებისა და ლიდერობის ექსპერტებმა ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს, რაშიც, აქტიურად იყო ჩართული „ICF  საქართველო“. 

მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის ხელშეწყობით, პილოტირების რეჟიმში პროცესი კვლავ გაგრძელდება და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან

 

სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია

 

 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
ეს იყო საღამო, სადაც მუსიკამ გააერთიანა ემოცია, მოგონება და სიყვარული
 

პროექტის პირველი აკორდი იყო მოსწავლეთათვის სპექტაკლ „ლამაზი ცრემლების“ ჩვენება

წიგნის დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წიგნი ადამიანებს აერთიანებს და ახალი აღმოჩენებისკენ გვიბიძგებს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება