სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტროს არ აქვს აღრიცხული, რამდენი მოსწავლე არ ესწრება ონლაინ გაკვეთილებს - „ამ ეტაპისთვის შეუძლებელია ზუსტი მონაცემების გაცემა“
04-11-2020
-
+


„2020-2021 სასწავლო წელს პორტალი (ელექტრონული ჟურნალი) მუშაობს სატესტო რეჟიმში. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია ზუსტი მონაცემების გაცემა“,- აღნიშნული პასუხი etaloni.ge-მ ონლაინ სწავლებისას მოსწავლეთა გაცდენების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან მიიღო.

მოგეხსენებათ, წინა სასწავლო წლის მსგავსად 2020-2021 სასწავლო წელი სკოლების უმეტესობაში დისტანციურად დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს კვლავ აქვთ საგაკვეთილო პროცესზე დასწრების პრობლემები etaloni.ge დაინტერესდა, როგორია ონლაინ სწავლებისას გაკვეთილებზე მათი დასწრების სტატისტიკა.

აღნიშნული მონაცემების მოსაპოვებლად ჩვენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რაზეც შემდეგი პასუხი მივიღეთ:

„გაცნობებთ, რომ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, მოსწავლეების სასწავლო პროცესზე დასწრების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულ ჟურნალში. 

2020-2021 სასწავლო წელს პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია ზუსტი მონაცემების გაცემა“, - აღნიშნულია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მოწოდებული პასუხიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სამინისტროს, წინა სასწავლო წლის მეორეს სემესტრის მსგავსად, როცა სწავლა მთლიანად ონლაინ რეჟიმზე იყო გადასული, წელსაც არ შეუძლია ზუსტად დაითვალოს, რამდენი მოსწავლე არ ესწრება ონლაინ გაკვეთილს. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს და რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები განათლების ხარისხზე და მოსწავლეების ცოდნის დონეზე ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის მიგვინდია. 

იხილეთ ასევე: პანდემიამ მოსწავლეთა და სტუდენტთა 99% დააზარალა - ექსპერტების პროგნოზით, მომავალი წელი კიდევ უფრო რთული იქნება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება