| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეები სწავლის მიღმა არ დარჩნენ. პედაგოგები აპირებენ, რომ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგაც გამოიყენონ ინტერნეტსწავლების რესურსები, რადგან ეს ხელს უწყობს სწავლა–სწავლების პროცესს.
„ონლაინ სწავლება, პანდემიის პირობებში, მოსაწონია უსაფრთხოების მიზნით. მოსწავლეთა ნაწილს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, მაგრამ მასწავლებლები ყველა გზას პოულობენ მოსწავლეებთან დასაკავშირებლად (სატელეფონო ზარი).
რთული იქნება სასწავლო პროცესის წარმართვა პანდემიის პირობებში, როცა მოსწავლეთა ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა, ნაწილი კი სკოლაში დადის, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ამ გამოწვევას მასწავლებლები კარგად გაართმევენ თავს“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ