სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თეატრი ჩემი ცხოვრებაა“- გაიცანით დისველის საჯარო სკოლის თეატრალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე მარიამ ბერიძე
02-11-2020
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბერიძე თეატრალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეა. სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მოსწავლის შესახებ გვიყვება:

„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, ასლან შაინიძეს სახელობის, სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბერიძე.

მოსწავლე რომელიც საკუთარი ინდივიდუალური ხასიათით და განწყობით, დანახვის პირველი წუთიდან გამოირჩეოდა. ჩემთვის ის საოცარი ხელოვნური, სიმწიფის სიმბოლოდ იქცა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მარიამი, პირველ ინგლისურენოვან სპექტაკლში, მთავარი როლის შემსრულებლად წარვადგინე.

როდესაც შექსპირის უკვდავ პიესაზე - „რომეო და ჯულიეტაზე“ მუშაობა დავიწყეთ, მაშინ ვიგრძენი რომ საქმე სრულიად განსხვავებულ ადამიანთან მქონდა. მკაფიოდ მორგებული საკუთარ ემოციებზე, განცდებზე.

პირველივე მზერით დაიპყრო მაყურებელთა ყურადღება, მოიხვეჭა სიყვარული და რაც მთავარია, ერთსულოვნად გადაწყვიტა ევლო იმ გზით, რასაც სამსახიობო, სანუკვარი სამყარო ჰქვია.

მე ვამაყობ მისით, რომ გამოიჩინა ნებისყოფა, გაუძლო ყოველგვარ დაბრკოლებას და შედგა მაღალ ეშაფოტზე, რომელიც ერთგვარი საწინდარი გახლავთ დიდი და გრანდიოზული, სიხარულით აღსავსე ცხოვრების. სცენაზე მარიამი საკუთარ თავს არ ჰგავს, თითქოს უსახლდება პერსონაჟის სულს და მისი ენით საუბრობს, მოქმედებს, გამოხატავს განცდებს, სიყვარულს, სიძულვილს, მრავალფეროვან ხედვას.

დარწმუნებული ვარ, ეს აქცევს მას დიად და პროფესიონალ მსახიობად. უამრავი დიპლომის და ჯილდოს მფლობელი, ახლა უფრო მეტი სიყვარულით გადის შემოქმედებითი სიყვარულის გზას. მოვახდენ მისი სიტყვების ციტირებას რომელიც, ერთსულოვნად ასახავს განვლილ გზას:

„...ჩემი პირველი თეატრისკენ გადადგმული ნაბიჯი 2016 წლიდან იწყება, როდესაც პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის წყალობით სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტაში“ ჯულიეტას როლი ვითამაშე, ეს სპექტაკლი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როცა ვუყურებდი ხალხის ემოციებს, აპლოდისმენტებს, ეს ყველაზე დიდი ბედნიერება და სტიმული გახლდათ. აქედან დაიწყო დიდი ინტერესი თეატრისადმი. შემდგომ 2017 წელს პედაგოგი მედეა ჯაფარიძის ინიციატივით, შევედი ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრში.

ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებში, ღონისძიებებში, ვთამაშობდი სპექტაკლებში. მინდა გიამბოთ ჩემს იზო მასწავლებელზე, ის ყველაზე კეთილი, თბილი, ძლიერი შრომისმოყვარე და პროფესიონალი ადამიანია, თავის სფეროში. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა, თეატრი ჩემთვის ყველაფერია ყველაზე ბედნიერი ვარ, სცენაზე დგომით. ზოგისთვის პროფესია ფულთან ასოცირდება, მაგრამ ჩემთვის აქტიური პროცესისადმი, დიდი სიყვარულია, მე მიყვარს თეატრიი ! იმედი მაქვს წარმატებული მსახიობი ვიქნები, მთავარია იბრძოლო მიზნისთვის და ყველაფერი გამოვა!“.

ზოგი დროებასთან ერთად ხდება ხელოვანი, ზოგს კი დაბადებიდან მოსდევს ეს ნიჭი. რომელსაც სიმტკიცე და ნებისყოფა სჭირდება, ნაყოფის მოსხმისთვის განდიდებისთვის! და კიდევ ერთი, როდესაც მარიამი საკუთარ ნააზრევს აფიქსირებდა, თან დაურთო მადლიერების წერილიც, რომლის ადრესატიც მე გახლდით, ჩემთვის ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, როგორც პედაგოგისთვის და ადამიანისთვის. გისურვებ ულევ წარმატებას, რომელსაც უსიტყვოდ იმსახურებ!“,- აღნიშნავს ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

ბავშვებისთვის ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს

სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს და ახალისებს მოსწავლეთა ინიციატივებს

 

 

სკოლაში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ყველასათვის საყვარელი ქართული ზღაპარი - „რწყილი და ჭიანჭველა“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება