სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რთულია იმის გააზრება, რომ აღარ შემოგვანათებს შენი ციმციმა თვალები“-ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
01-11-2020
-
+


COVID-19-ს 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტია. გოგონა თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 კვირაზე მეტხანს მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

გარდაცვლილი სკოლა „ქო­რა­ლის“ მოსწავლე  ქეთი კო­ბე­რი­ძეა. სკოლა მოსწავლის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. 

„ქეთი, ჩვენო ცისთვალა და ღიმილიანო გოგო, კეთილშობილო და ჭკვიანო, წარმოუდგენლად რთულია იმის გააზრება, რომ აღარ ხარ, ვეღარ გავიგონებთ შენს მხიარულ ხმას, აღარ შემოგვანათებს შენი ციმციმა თვალები.

ყოველთვის გვემახსოვრები და მუდამ ჩვენს გულებში დარჩები. სიტყვები უძლურია ჩვენი ტკივილის გადმოსაცემად.

სკოლა ,,ქორალი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ოჯახს“,- ნათქვამია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.



შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელიც კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ გარდაიცვალა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება