| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N71 საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში აგრძელებს სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას.
მორიგი სიახლეა ის, რომ სკოლა პროექტის „კინო სკოლაში“ 2020 წლის შემოდგომის სეზონის აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.
„ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) – ასე ჰქვია ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნება. პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში.
„კინო სკოლაში“ არის პროექტი, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი უკვე 6 წელია წარმატებით ახორციელებს. იგი უკვე ორჯერ (2016-2017 და 2018-2020 წლებში) იყო „შემოქმედებითი ევროპის“ ამავე კონკურსში გამარჯვებული პროექტების პარტნიორი.
ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება. იგი სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ