| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში 28 ოქტომბერს ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე აღნიშნეს.
სკოლაში არსებული შემეცნებითი კლუბ „ენგადის“ ორგანიზებით მწერლის იუბილე სკვერ „კარდუში“ აღინიშნა.
მოსწავლეებმა მწერლის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე ისაუბრეს.
„აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სკვერთან ახლოსაა ის სახლი, სადაც გენიალური ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე ცხოვრობდა. მან თავისი ახალგაზრდობა ქუთაისში გაატარა, ხოლო შემდგომ, ბედის უკუღმართობით, ცხოვრების ემიგრაციაში გატარება მოუწია.
უკვე რამდენიმე წელია, კლუბ „ენგადის“ ინიციატივითა და ძალისხმევით, ამ სკვერს, გრიგორ რობაქიძის საპატივცემლოდ, „კარდუ“ ეწოდება.
ღონისძიებას, ესწრებოდნენ ქუთაისის საგანმანათებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი, სკოლის პედაგოგ-მასწავლებლები და საზოგადოების სხვა წევრები.
ქუთაისელმა მხატვარმა თემურ თადუმაძემ სკოლას, მწერლის, გრიგორ რობაქიძის პორტრეტი, საჩუქრად გადასცა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ