სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩიბათის საჯარო სკოლაში პროექტი - „ახალგაზრდა ქართველებს აქვთ საკუთარი ხმა“ განხორციელდა
29-10-2020
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლაში პროექტი - „ახალგაზრდა ქართველებს აქვთ საკუთარი ხმა“ განხორციელდა.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათ მონაწილეობას არჩევნების პროცესში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების გააზრებას, გათავისებას იმის, რომ ახალგაზრდებს აქვთ მნიშვნელოვანი „ხმა“ სახელმწიფოში, აქვთ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა და პოლიტიკურ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის უფლება.

პროექტის ფარგლებში, გაიმართა საპარლამენტო არჩევნების სიმულაცია. რომელიც შედგებოდა სამი ინტერაქტიული მოდულისგან, რამაც განაპირობა მოსწავლეთა მზაობა, პასუხისმგებლობა და მოტივაცია.

„მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ პროცესში, წარმატებით გაითავისეს სხვადასხვა როლი. ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ გვქონდა უკუკავშირი. მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების და დებატის კულტურის ჩამოყალიბებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, საარჩევნო კამპანიის დროს პროგრამების გაანალიზებას, ლიდერობის უნარების განვითარებას, მოქლაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას.

აქტივობა განხორციელდა ორგანიზაცია „ქართლოსის“ და პოლონური ფონდი RITA-ს -მხარდაჭერით (აქტივობა გაიმართა პანდემიიდან გამომდიბარე სკოლის ღია სივრცეში) მადლობას ვუხდით სკოლის სახელით ყველა ჩართულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება