სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა
27-10-2020
-
+


ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა. 

„2007 წლიდან აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის დღე ყოველწლიურად საინტერესოდ და მრავალფეროვნად აღინიშნება, რადგანაც საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის საჯარო სკოლები 21-27 ოქტომბერს აფხაზური ენის კვირეულს ატარებენ. მიუხედავად პანდემიისა, ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა. ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული გაიხსნა გამოფენით - „აფხაზეთი ჩვენი ტკივილი და მონატრება“. სკოლაში ნაწილობრივ ონლაინფორმატში, შემეცნებითი თვალსაზრისით, საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ჩატარდა საუბრები თემაზე - „აფხაზური ენის დიალექტები“ და გაიმართა ვიქტორინა - „ყველაფერი აფხაზური ენის შესახებ“.

აფხაზური ენის კვირეულის დახურვის დღეს კი გაიმართა შემოქმედებითი საღამო - „პოეზიის 5 წუთი აფხაზურ ენაზე“. აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფის წევრებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეასრულეს თუ არა მოსწავლეებმა დავალებები ელექტრონულ ჟურნალში აისახება

სასკოლო ფორმის გადაცვლა 14 დღის ვადაში შეგეძლებათ, ყიდვას მხოლოდ ბარათით ან გადარიცხვით შეძლებთ - მინისტრის ბრძანება

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება