სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიმედოვნებთ, ელისაბედ ნავდარაშვილი კვლავ გააგრძელებს სკოლის სათავეში დგომას“ - გალავნის საჯარო სკოლის კოლექტივი დირექტორს მხარდაჭერას უცხადებს
26-10-2020
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის კოლექტივმა დირექტორის, ელისაბედ ნავდარაშვილის მხარდამჭერი წერილი გაავრცელა. 

სკოლის კოლექტივის წევრები ელისაბედ ნავდარაშვილის დირექტორობის წლებს სიყვარულით იხსენებენ და იმედს გამოთქვამენ რომ ის კვლავ გააგრძელებს სკოლის სათავეში დგომას.

„2014 წლის 10 ოქტომბრდან სსიპ გალავნის საჯარო სკოლის დირექტორი გახლავთ ქალბატონი ელისაბედ ნავდარაშვილი, რომლის გამჭირვალე და კეთილსინდისიერი მუშაობის შედეგად გაიზარდა სკოლის ხარისხობრივი მაჩვენებელი, გვყავს ოქროს და ვერცხლის მედალოსნები. სასკოლო საზოგადოება ერთ ოჯახად იქცა და ზრუნვის ცენტრში მხოლოდ მოსწავლე მოექცა.

სკოლა აქტიურადაა ჩართული პროექტებში, ღონისძიებებსა და ოლიმპიადებში. 

მოსწავლეთა წარმატებები არაერთხელ გასცდა  რესპუბლიკის ფარგლებს, რის შედეგადაც მოსწავლეთა რაოდენობა 200-დან 300 ბავშვამდე გაიზარდა.

2020 წლის 9 ოქტომბერს მცხეთის რაიონის 15 დირექტორს  ამოეწურა 6-წლიანი ხელშეკრულება.

15 დირექტორიდან 6 მათგანს არ მიეცა უფლება დირექტორობის მოვალეობის შესრულებისა, მათ შორის გალავნის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ელისაბედ ნავდარაშვილს, რომელიც 6 წლის განმავლობაში გახლდათ სკოლის სათავეში და კანონმდებლობით  სრული უფლება აქვს დირექტორების არჩევნებამდე გააგრძელოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობა.

სრულიად სასკოლო საზოგადოება- მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები- წუხან შექმნილი მდგომარეობის გამო, ვინაიდან მიზეზი გაურკვეველია, თუ რატომ ხდება ასე. 

მასწავლებელთა კოლექტივმა არაერთხელ მიმართა შესაბამის ორგანოებს, თუმცა კითხვები ისევ პასუხგაუცემელი რჩება.

ვიმედოვნებთ, შესაბამისი სამსახურები გაითვალისწინებენ სრულიად სასკოლო საზოგადოების მოთხოვნას. მალე გამოსწორდება შექმნილი მდგომარეობა და ქალბატონი ელისაბედ ნავდარაშვილი კვლავ გააგრძელებს სკოლის სათავეში ჩადგომას და სკოლას მიეცემა შესაძლებლობა განახორციელოს დაგეგმილი პროექტები. 

პატივისცემით, გალავნის საჯარო სკოლის კოლექტივი!“,- ნათქვამია წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება