| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და თერჯოლა - ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ეწვივნენ.
მათ სკოლის ახალი შენობა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრნენ.
სკოლის დირექტორი ია კვატაია საპატიო სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობას უხდის.
„დიდი პატივია ჩვენთვის მათი ვიზიტი, მოსწავლეებისთვის დიდი სტიმული. ამიტომ სამადლობელი განუსაზღვრელია. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ ჩხენკელს, რომ ეს დღე გაგვილამაზა და ბევრი იმედი დაგვიტოვა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს დეპუტატს, ბატონ ელგუჯა გოცირიძეს, რომ დაპირებული-მინისტრის ვიზიტის უზრუნველყოფა ამ საკმაოდ რთულ დროს შეძლო და ძალიან გაგვახარა. ზედმიწევნით ვიცით დღევანდელი დღის ფასი და ამ ძვირფასი ადამიანების ფასიც ...მადლობა ჩემს ძვირფას სტუმრებს დღეს ჩვენ გვერდით ყოფნისთვის“,- აღნიშნავს ია კვატაია.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ