სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვანის N1 სკოლა კურსდამთავრებულ გიგა ჩუბინიძეს საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩარიცხვას ულოცავს
23-10-2020
-
+


ვანის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს უმაღლესში წარმატებით ჩაბარებას ულოცავს. როგორც სკოლის დირექტორი, ვალერი კანკაძე აღნიშნავს, მათი მოსწავლე გიგა ჩუბინიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100% გრანტით ჩაირიცხა და იმ წარმატებულ პირველკურსელებს შორის მოხვდა, რომლებმაც უნივერსიტეტის პირველ ნაკადში მოხვდნენ. 

„მინდა მოგაწოდოთ ერთი სასიხარულო ინფორმაცია. გუშინ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო უნივერსიტეტის პირველკურსელებმა. რომელსაც ესწრებოდა საქართველოს განათლების,მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი.

KIU -მა წელს პირველი ნაკადი მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები. მიღებაზე 1112 სტუდენტმა გამოხატა თავდაპირველად სურვილი,ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი კი გადალახა 245-მა სტუდენტმა . მათ შორის სსიპ ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიგა ჩუბინიძემ.

საზოგადოებას მინდა შევახსენო, ეს ის გიგა ჩუბინიძეა, რომელმაც უმაღლესი ქულები დააგროვა ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში.

დღეს კი ჩემთვის ცნობილი გახდა ,რომ გიგა ჩუბინიძეს ,როგორც საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს, უნივერსიტეტი 100%-ით დაუფინანსებს სწავლის საფასურს. ფაკულტეტი კომპიუტერული მეცნიერებები,ინგლისურენოვანი სექტორი.

ვულოცავ გიგას ამ დიდ მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებ წარმატებულთა შორის.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სსიპ ქალაქ ვანის ,ყოფილ და მოქმედ პედაგოგებს, გიგას მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც გაუხარდათ და უხარიათ ვანის პირველი სკოლის მიღწევები და წარმატებები.

PS. ეს უკვე ვანის პირველი სკოლის მერამდენე წარმატებაა.უახლოეს პერიოდში ფართო აუდიტორიის წინაშე მოგახსენებთ ,თუ როგორ მიაღწია ჩვენმა მოსწავლეებმა ამ დიდ წარმატებებს. ჩვენ ლიდერი სკოლა ვართ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში", - აღნიშნულია სკოლის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება