სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N45 სკოლა განათლების მინისტრის მოადგილემ და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მოინახულეს
23-10-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ თბილისის N45 საჯარო სკოლა მოინახულეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო, თბილისის N45 საჯარო სკოლაში, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რამდენიმე დღის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესი მთლიანად დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების შემდეგ სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აღდგა. ამჟამად საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლაში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოწყობილია საიზოლაციო ოთახები, სადაც ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში მოსწავლის განთავსება მშობლის ადგილზე გამოცხადებამდე არის შესაძლებელი.

ეკატერინე დგებუაძემ მშობლებს მოუწოდა ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესები.

„სკოლებში სასწავლო პროცესი, მოსწავლეთა ინტერესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, შერეულ ფორმატში მიმდინარეობს, რაც საგაკვეთილო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვასთან ერთად ონლაინ სწავლებასაც მოიცავს.

მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესები. სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ხოლო მათ, ვისაც სურვილი აქვთ, დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ სწავლა, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ონლაინ სწავლების პორტალზე“, - აღნიშნა დგებუაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში აწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, რაც გულისხმობს, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ან მთლიანად გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ან წერტილოვნად - კონკრეტული კლასი/სართული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება