სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა პრიორიტეტების გამო დაჰყავს ჯანდაცვის მინისტრს შვილი კერძო სკოლაში?
23-10-2020
-
+


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი შვილი კერძო სკოლაში დადის და ეს გადაწყვეტილება მან ჯანდაცვის მინისტრობის პოზიციაზე დანიშვნამდე მიიღო - აღნიშნული განცხადება მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.  

კითხვაზე, რატომ დაჰყავს ჯანდაცვის მინისტრს შვილი კერძო სკოლაში და არა საჯაროში, რაზე დაყრდნობით მიიღო მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება, ტიკარაძე პასუხობს:

„ჩემმა ერთმა შვილმა კერძო სკოლა უკვე დაასრულა, მეორე შვილი დადის სკოლაში და ეს ჩემს პოზიციასთან კავშირში არ არის. ეს არის ჩემი როგორც საქართველოს მოქალაქის გადაწყვეტილება, რომელიც მე ამ პოზიციაზე (ჯანდაცვის მინისტრობის) დანიშვნამდე მივიღე.

ჩემი შვილის სკოლაში ისწავლება გაძლიერებული მათემატიკა პირველი კლასიდან და ასევე ისწავლება 4 ენა. ჩემთვის ეს ორივე საგანი იყო პრიორიტეტული და გადაწყვეტილებაც ამას ემყარებოდა. ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ეს კერძო სკოლა საქართველოს ყველა კერძო სკოლასთან შედარებით ყველაზე დაბალი ტარიფით და გადასახადით გამოირჩევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება