სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის ეზოში იმიტირებული არჩევნები გაიმართა
22-10-2020
-
+


21 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა იმიტირებული არჩევნები, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ხელმძღვანელობდა.

„წარმმართველი იყო მეცხრე და მეათე კლასი, ხოლო მონაწილეები; პირვლიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.
კომისიის წევრებს ე.წ. მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებს მკერდზე დაკიდებული ჰქონდათ ბეიჯი, ფუნქციების მიხედვით: კომისიის წევრი, თავჯდომარე, დამკვირვებელი, სკრინინგ შემმოწმებელი, ხმის დამთვლელი და ა. შ ყოველ მოსწავლემ თავისი ფუნქცია იცოდა.

სკოლის ეზოში იქნა გატანილი მაგიდები, სადაც კომისიის წევრები მოთავსდნენ. ერთი მოსწავლე შესასვლელში იდგა დისტანციას იცავდა მოსწავლეებში და მიუთითებდა გაევლოთ სკრინინგ შემოწმება, საარჩევნო ყუთთან ერთი დამკვირვებელი მოთვსდა, ვინც თვალ-ყურს ადევნებდა ხმის მიცემის პროცესს, ერთი სიას წერდა სახელს გვარს, კლასს.
დღეც ლამაზი დადგა, მზიანი. სასიამოვნო იყო სკოლის ეზოში გამოსვლა და არჩევნების იმიტაცია, რომელიც 2 ნაწილად ჩატარდა. პირველი იმიტაციის დროს წარმმართველი იყო მეათე კლასი. მათ დაევალათ ჩაეტარებინათ არჩევნები 1-დან მეექვსე კლასის ჩათვლით, მეორე ეტაპს კი ხელმძღვანელობდა მეცხრე კლასი და დაევალათ გამოეყვანათ მოსწავლეები ხმის მისაცემად მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, დისტანციის დაცვით.

მონაწილე კლასებს მასწავლებლებიც გამოყვნენ და მათაც მიიღეს მონაწილეობა აქტივობაში, მისცეს ხმა. ეს იყო მეტად საინტერესო პროცესი, ყოველი მოსწავლე ითავისებდა ფუნქციებს და თანამოზიარე იყო დემოკრატიული გზით ჩატარებული არჩევნების, ხოლო პროგრამები მოსწავლეებს წინა გაკვეთილებზე ჰქონდათ განხილული.

არჩევნებში მონაწილეობდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ინგა მიქელაძე.


პირველი კლასის მოსწავლეები თავდაპირველად დაბნეულები იყვნენ, შემდეგ კი თამამი ნაბიჯებით მიუახლოვდნენ საარჩევნო კომისიას და ხმა მისცეს.

ამგვარ აქტივობამ სკოლა გამოაცოცხლა, ააჟრიამულა და საუკეთესო მოლოდინები დაუსახა. მოსწავლეებმა კი, (მიუხედავად იმისა, რომ პირველად ჩატარდა ასეთი პრაქტიკული გაკვეთილი საარჩევნო სამართლის თვალსაზრისით), ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. ეს იყო მათი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ. მიიღეს ცოდნა და გამოცდილება, დამოკიდებულება და შეიძინეს ის უნარები, რომელიც გამოადგებათ პრაქტიკაში.

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში სამოქალაქო აღზრდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რათა ხელი შეუწყოს აქტიურ, პასუხისმგებლობიან მოქალაქედ აღზრდას, გააჩნდეს უფლებები, მოვალეობები, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება, კომპეტენცია. შეიძენს იმ უნარებს, რომელიც გრძელვადიან მიზნების შესრულებაში დაეხმარება“, - აღნიშნავს სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება