სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბაზალეთის საჯარო სკოლის საუკეთესო პედაგოგი ინგა გლუნჩაძე დასაჩუქრდა
21-10-2020
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, თანამშრომლები - თინათინ ბოჭორიშვილი და ნანა ხიჯაკაძე და ასევე პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლალი სებისკვერაძე სტუმრობდნენ. მათ სკოლის მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს.

სკოლის საუკეთესო პედაგოგს ინგა გლუნჩაძეს კი სტუმრებმა საჩუქრები გადასცეს. 

სკოლის დირექტორი ინგა გლუნჩაძეს ახასიათებს როგორც აქტიურ და შრომისმოყვარე მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს გამორჩეულად უყვართ.

„ინგა გლუნჩაძე ​არის ბავშვების საყვარელი მასწავლებელი, აქტიური ცხოვრებაში, საზოგადო მოღ​ვაწეობაში,  მეგობრული, საიმედო, ყოველმხრივ დადებითი ადამიანი, უყვარს სოფელს, ბავშვებს, მშობლებს, ყველასთვის გამორჩეული ადამიანი და პედაგოგი“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი.

სკოლის ადმინისტრაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მერიას, პროფკავშირს პედაგოგებზე და სკოლებზე ზრუნვისათვის მადლობას უხდის. 

„სასიამოვნოა ასეთი ყურადღება და გულისხმიერება, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს წარმატების გზაზე. მადლობა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მერიას, პროფკავშირს პედაგოგებზე და სკოლებზე ზრუნვისათვის“,- ნათქვამია მადლობის წერილში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება