| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

12 სექტემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნოღისა და ჭოგნარის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიება მოაწყვეს.
მათ ტელეფისის ციხესიმაგრე დალაშქრეს.
„ტელეფისი მე-6 საუკუნის უნიკალური ძეგლია. მართალია, დღეს მისი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, მაგრამ იყო დრო, როდესაც ორ უზარმაზარ სახელმწიფოს, სპარსეთსა და ბიზანტიას სწორედ აქ ჰქონდა ბრძოლები...
ლაშქრობაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები: ქეთევან მეფარიშვილი, ელზა ჯვარშეიშვილი, ნათია სანიკიძე და თამუნა ქორიძე.
მოსწავლეები გაეცნენ ტელეფისის ისტორიას. მათ მხიარულად გაატარეს დრო: იმღერეს, იცეკვეს და მასწავლებლებთან ერთად სხვადასხვა თამაში ითამაშეს. 12 ოქტომბერი მარად დაუვიწყარი იქნება მათთვის. ღონისძიების ორგანიზატორი (სულისჩამდგმელი) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მაია ლორია“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ