| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N33 საჯარო სკოლა მუდმივად ზრუნავს საკუთარი მოსწავლეების წინსვლასა და წარმატებაზე. აქედან გამომდინარე, თავად მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და არაერთ საინტერესო ღონისძიებასაც აწყობენ. ახლახან, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ტრადიციულად ჩატარდა „განათლების პარკი“, რომლის ფარგლებში უფროსი კლასის მოსწავლეებმა მოირგეს მასწავლებლების როლი - 2-6 კლასებში ჩაატარეს ქართულის, მათემატიკის, ბუნების, რუსულის, ხელოვნებისა და ისტის გაკვეთილები და დირექტორის სამადლობელი სიგელებიც დაიმსახურეს.
მე-8,მე-10, მე-11 კლასელ „პედაგოგებს“, ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორმა, მარინა ისკაკოვამ, რომელიც ყველა საინტერესო პროექტის ხელშემწყობი და ინიციატორია, მადლობა გადაუხადა ასეთი აქტივობისთვის, სამადლობელი სიგელებიც გადასცა და სკოლის ჩვეულ რიტმში მალე დაბრუნება უსურვა.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ