სიახლეები
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
13-10-2020
-
+


თბილისის N106 სკოლის დირექტორმა, თენგიზ გულორდავამ, სკოლის სახელით, მასწავლებელთა პროფსიული დღის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში განსაკუთრებულად ესმევა ხაზი მასწავლებლების მხარდაჭერის აუცილებლობას. ამ დღის დაწესება და მასწავლებლის პროფესიის წინ წამოწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პედაგოგების იმ წვლილს და უდიდეს შრომას, რომელსაც ისინი მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის დებენ“,- აღნიშნულია N106 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, დაიგეგმა და მოეწყო შეხვედრა სამგორის რაიონში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ქალბატონ გულიკო ამილიძის ინიციატივით. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ბატონი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროპკავშირების პრეზიდენტი, ქალბატონი მაია კობახიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი და რა თქმა უნდა, საჯარო სკოლების წარმომადგენლები.

სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ხდება ერთმანეთის წარმატებების გაცნობა, გაზიარება. აუცილებელიც კია საუკეთესო მაგალითების საჯაროდ გაცნობა, ნიმუშის სახით, რათა სხვა სკოლებსაც მიეცეთ სტიმული, იარონ სწორი მიმართულებით პროფესიული განვითარებისა და წინსვლისთვის! საღამოს საპატიო სტუმარი და ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ  N106 საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი თენგიზ გულორდავა. ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლა რაიონში გამორჩეულია, თავისი სწრაფი და მარავლმხრივი პროგრესით. სკოლის წარმატებები სწორი მენეჯმენტის და მართვის დამსახურებაა, რომელიც მაღალკვალიფიციური და საკუთარი საქმის ერთგული მასწავლებლების ძლიერ გუნდზე დგას! სწორედ იმ მნიშვნელოვან წარმატებებზე ისაუბრა ბატონმა თენგიზმა თავისი გამოსვლისას, რომელიც მისმა სკოლამ თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში, კერძოდ, 2013 წლიდან დააგროვა და დღესაც, მიუხედავად დაძაბული ეპიდემიოლოგიური  მდგომარეობისა, სრულყოფილად აღჭურვილი, წარმატებით ემსახურება თითოეულ მოსწავლეს! 6 წლის განმავლობაში მოწესრიგდა და დაიხვეწა სკოლის ინფრასტრუქტურა, გარემონტდა საკლასო ოთახები და დერეფნები, მოწესრიგდა საპირფარეშოები. ამის პარალელურად, 300-მოსწავლიანი სკოლა თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდებოდა თემში და დღეს უკვე 1400 მოსწავლე ჰყავს, რომლებიც მრავალმხრივი წარმატებებით ასახელებენ სკოლას და უფასებენ მასწავლებლებს გაწეულ ამაგს. წარმატებული მოსწავლეებისთვის, სკოლის ეზოში იხსნება ვარსკვლავები. ეს კი მოსწავლეებში მოტივაციას საგრძნობლად ზრდის. ამის დასტურად დირექტორმა მოიყვანა ფაქტი, რომ თუ 2 წლის წინ, მხოლოდ 1 მოსწავლეს გაუხსნეს ვარსკვლავი, წელს სკოლას უკვე 12 ოქროსმედალოსანი ჰყავს, შესაბამისად ამავე რაოდენობის ვარსკვლავი გაიხსნა სკოლის ეზოში. „სკოლის წარმატება არა მხოლოდ ჩემი, არამედ იმ უძლიერესი პედაგოგიური კოლექტივის დამსახურებაა, რომლიც N106 სკოლაში მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის მამულიშვილურ საქმეს ემსახურება", - განაცხადა ბატონმა თენგიზმა. წარმატებული სკოლის ხელმძღვანელმა, თავის გამოსვლაში გამოკვეთა სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ მათ არ აქვთ სპორტული და სააქტო დარბაზი. განათლების მინისტრს გადასცა თავისი სკოლის 1400 მოსწავლის, 2800 მშობლის, 5600 ბებიისა და ბაბუის თხოვნა, რომ დაეხმარონ და სკოლას აუშენონ დარბაზი ჯანსაღი და ღირსეული თაობის აღსაზრდელად!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები

„პრემიას თბილისის ბაღების თანამშრომლები მიიღებენ - ხელფასის 100 პროცენტს“ - ოფიციალური განმარტება 

რესურსცენტრში განაცხადი კონკრეტულ ვადებში უნდა წარადგინოთ - შაბლონი და დეტალური ინფორმაცია

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა 2026 წლის 1 იანვრიდან დაიწყება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება და პირველწყაროს გადამოწმება თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება