სიახლეები
საინტერესო

აქვს თუ არა სპეციალურ მასწავლებელს სადამრიგებლო კლასის აყვანის უფლება - რამდენ ლარს შეადგენს დამრიგებლის დანამატი?
15-10-2020
-
+


ახალი სასწავლო წლიდან სპეციალურ მასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭათ, რამაც მათი პროფესიული წინსვლა, სამოქმედო გეგმები და ანაზღაურების გაზრდის შანსი კიდევ უფრო მკაფიო გახადა.

მოგეხსენებათ, სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებს ხელფასი საგაკვეთილო საათების რაოდენობის, სტატუსის, გამოცდილებისა და ასევე სადამრიგებლო საათების მიხედვით ეძლევათ.

etaloni.ge მუდმივად აწვდის პედაგოგებს ინფორმაციებს მასწავლებლის პროფესიაში სიახლეების, წინსვლისა და ანაზღაურებების შესახებ. ამჯერად კი რამდენიმე მკითხველმა მოგვმართა კითხვით - აქვს თუ არა სპეციალურ მასწავლებლებს დამრიგებლობის უფლება?

ამ საკითხის გასარკვევად სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ სპეცპედაგოგებს 2020-2021 წლიდან პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ, შესაბამისად, ისეთივე უფლებამოსილება აქვთ, აიყვანონ სადამრიგებლო კლასი, როგორც სხვა ნებისმიერი საგნის პედაგოგს.

„სპეცმასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი უკვე მიენიჭათ. შესაბამისად, თუ სპეცმასწავლებელი დასაქმებულია სკოლაში, აქვს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და ასევე აქვს მას გაკვეთილები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჰყავდეს სადამრიგებლო კლასიც. ის სრულუფლებიანი პედაგოგია“,-აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

საქართველოში კლასის დამრიგებლის დანამატი თვეში 101,25 ლარს შეადგენს, ხელზე კი პედაგოგები 81 ლარს იღებენ.

დამრიგებლობა საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა. შეგახსენებთ, კლასის ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობებს:

  • დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში;
  • დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.

დამრიგებლის მოვალეობებია:

  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
  • რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:
  • პიროვნული და მორალური განვითარება;
  • გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;
  • მეწარმეობის უნარების განვითარება;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
  • უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
  • მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
  • თვალსაწიერის გაფართოება.
  • დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:
  • კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;
  • წაკითხულის განხილვა-გააზრებით;
  • ანალიზის უნარის განვითარებით;
  • მსჯელობის უნარის განვითარებით;
  • პრეზენტაციის უნარის განვითარებით;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.

დამრიგებელი უნდა:

  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
  • რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • V-XII კლასებისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასწავლო წლის ბოლოს) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის კოგნიტური (შემეცნებითი), ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ეს ინფორმაცია ყოვეწლიურად უნდა მიეწოდოს მშობელს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სხვ.).
  • მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.

დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

  • სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
  • მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
  • მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
  • თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.

საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება