სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძევრის საჯარო სკოლის ხუთი პედაგოგი ახალი სასწავლო წლის დაწყებას წამყვანის სტატუსით შეხვდა
07-10-2020
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს. სკოლის ხუთი პედაგოგი ახალი სასწავლო წლის დაწყებას წამყვანის სტატუსით შეხვდა. 

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაწინაურდნენ: იმედა მეფარიძე, ხათუნა აბჟანდაძე, მარუსა ბერუაშვილი, მარინე ბოგვერაძე და ლილი ცქიფურიშვილი. 

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„ცნება „კარიერა“ ასოცირდება დაუღალავ შრომასთან! სწორედ დროის მნიშვნელოვანი ნაწილი კარიერულ განვითარებას დაუთმო ძევრის საჯარო სკოლის პედაგოგებმა. ყველაზე უმნიშვნელო საქმეშიც კი მთელ გულს, გონებას, ცოდნასა და გამოცდილებას აქსოვებდნენ.ისინი თავისი გამარჯვებით კი არ აფასებენ წარმატებას,არამედ იმით,თუ რამდენად უკეთესი და შედეგიანია სასწავლო წელი.

ჯერ კიდევ, 2019 სასწავლო წელს სკოლა ხუთი წამყვანი და ჩვიდმეტი უფროსი პედაგოგის სტატუსით შეხვდა.წარმატების საიდუმლოც ხომ ენთუზიაზმია?-სწორედ, რომ ამ ენთუზიაზმით გააგრძელეს პედაგოგებმა მუშაობა.ცოდნის ფარ-ხმალი მოიმარჯვეს და 2020 სასწავლო წლის დაწყებას სკოლა „წამყვანის“ სტატუსით კიდევ ხუთი პედაგოგით შეხვდა, ესენია:

1-იმედა მეფარიძე

2-ხათუნა აბჟანდაძე

3-მარუსა ბერუაშვილი

4-მარინე ბოგვერაძე

5-ლილი ცქიფურიშვილი

ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ ამ წარმატებას და გვჯერა,რომ თქვენი კარიერული წინსვლა კვლავ გაგრძელდება და თქვენს რიგებს 2021 წლის იანვარში კვლავ ორი პედაგოგი შეემატება“,- ნათქვამია სკოლის წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება