სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აი ია“ - ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
06-10-2020
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. პატარებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და შთამბეჭდავი იყო.

„აი ია“- ყველას გვსმენია ეს სიტყვები ცხოვრების მანძილზე, მაგრამ სულ სხვა მნიშვნელობა აქვს მას პირველ კლასელთათვის. ეს ჯადოსნური სიტყვები არის გასაღები ანბანეთის ფერად, საინტერესო და იდუმალებით მოცულ სამყაროში. ჩვეული მოლოდინით შესცქეროდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხწვის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები მასწავლებელ თამარ გვაზავას. ისტ - ის ტექნოლიგიების გამოყენებით, იმოგზაურა შვიდმა ანთებულმა გულმა იაკობის სამყაროში. ლექსებით მოეფერნენ დედაენას. გამოძერწესქართული ანბანის გასაღები, შეამკეს ლურჯთვალა და მოკრძალებული გაზაფხულის მახარობელა.

თამარ მასწავლებელმა, სხვადასხვა აქტივობით, სიმულაციით, საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადა ეს დღე. ნიშანდობლივია ალბათ ის ფაქტიც, რომ დღეს, სწორედ 5 ოქტომბერს, ეზიარნენ ნორჩი მეანბანეები ყველაზე გამორჩეული მასწავლებლის, უკვდავი იაკობის საგანძურს. ვულოცავთ ოსტატს და შეგირდებს. წარმატებებით ევლოთ ცოდნის სამყაროში",-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება