სიახლეები
ეტალონი

ახმეტის მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა - სკოლების წარმომადგენლების შეფასებები
12-10-2017
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ახმეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.    

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ახმეტის N1 სკოლის დირექტორი ნანული კრიხელი:

''შესარჩევი ტური მაღალი აქტივობით ჩატარდა, ბევრი მოსწავლე ჩაერთო. დიდი მადლობა თქვენ.''

ახმეტის N1 სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი მარინა სისაური:


''სამუშაო პროცესი მობილიზებული იყო, აქტიურად ჩაერთნენ მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. შედეგებითაც კმაყოფილები ვართ.''

ახმეტის N2 სკოლის დირექტორი ეკატერინე პატარკაცაშვილი:

კმაყოფილები ვართ თუმცა მეტს ველოდით სამი ბავშვი გადავიდა  შემდეგ ტურში, 8,10,11 კლასის მოსწავლეები. 


ახმეტის N2 სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი ჟანა ხაჭაპურიძე:

მაღალი აქტივობით ჩატარდა შესარჩევი ტესტირება 32-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ კარგი შედეგებია. ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტია ,,ეტალონი’’, რადგან ბევრის მომცემია მოსწავლისთვის, მათ უზრდის თავდაჯერებულობას და აძლევს შესაძლებლობას თავიანთი ცოდნა უკეთ შეაფასონ.

ახმეტის N3 სკოლის დირექტორი ეკატერინე ბოდაველი:


''ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მივესალმები ამ პროექტს და ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ, რადგან მოსწავლეებში უამრავ ინტელექტუალურ ნიჭს ავითარებს.''

ახმეტის N3 სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი  მაია ნათელაური:

''წყნარ, მშვიდ გარემოში ჩატარდა ტესტირება, სურვილის მიხედვით გამოცხადდნენ მოსწავლეები და კმაყოფილები არიან, რომ მონაწილეობა მიიღეს ტესტირებაში.''

მატანის N2 სკოლის დირექტორი ლეილა დათუნიშვილი:

''ინტერესი მაღალი იყო და შედეგსაც ვიხილავთ. ჩემთვის ეს პროექტი უცხო არ არის, რადგან ჩემი შვილიც იღებდა მონაწილეობას და აქტიურად ვიყავით ჩართულები.''

მატანის N2 სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი ეთერ ტერტერაშვილი:

''ძალიან ობიექტურად ჩაიარა ტესტირებამ, სკოლაც და მოსწავლეებიც კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება პროექტის მნიშვნელობას, მოსწავლეები თავიანთ ნიჭს ყოველმხრივ იფართოებენ და საშუალება აქვთ, საკუთარი შესაძლებლობები შეამოწმონ.''

ზემო ალვანის N2 სკოლის დირექტორი  ნანა ბაკურიძე:

''ძალიან კმაყოფილები ვართ ჩატარებული ტესტირებით, პროექტი ''ეტალონი'' ნამდვილად მნიშვნელოვანია და მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელობას, რომ სკოლაში ასეთი კარგი ინტელექტუალური შეჯიბრი ტარდება.''

ზემო ალვანის N2 სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი მარიამ ცისკარიშვილი:

''ამ პროექტში მონაწილეობისას მოსწავლეები გამოცდილებას იძენენ, ძალიან კარგი პროექტია და ნამდვილად კმაყოფილები ვართ. ჩვენთან ოთხი კლასი მონაწილეობდა, 29 მოსწავლე იყო რეგისტრირებული და აქედან ბარიერი შვიდმა გადალახა.'' 

ქვემო ალვანის სკოლის დირექტორი იური მრელაშვილი:

''ეტალონის'' შესარჩევი ტესტირება კარგად ჩატარდა, 50-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, დროც კარგად გაანაწილეს და შედეგებიც ნამდვილად ცუდი არ არის. ყველაზე კარგი შედეგი მე-11 კლასის მოსწავლემ დააფიქსირა, მან 80 ქულა მიიღო.''

ქვემო ალვანის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი ანნა ბუჩაიძე:

''კმაყოფილები ვართ შესარჩევი ტურით, ჩართულობაც მაღალი იყო. ეს პროექტი ნამდვილად საჭიროა, დაბალ კლასებშიც მოუთმენლად ელიან, რომ მომავალ წელს მათაც მონაწილეობა მიიღონ პროექტში.''

ოჟიოს სკოლის დირექტორი ჟანა ახალკაციშვილი:


''ძალიან კარგი პროექტია ''ეტალონი'' მრავალი წელია ამ პროექტში ვერთვებით. ყველაფერმა ობიექტურად, მშვიდ ვიტარებაში ჩაიარა.''
                                                                                       
ოჟიოს სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი მაკა კიკნაძე:

''მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება და მოტივაცია იყო, რომ ჩართულიყვნენ ამ პროექტში. ''ეტალონი'' ბავშვებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია.''

კასრისწყლის სკოლის დირექტორი მერაბ ბუღრიძე:

''ძალიან კარგად და აქტიურად  ჩაიარა ''ეტალონის'' დღემ. ძალიან ცოტა მოსწავლე გვყავს სკოლაში და თავისთავად ცოტა მონაწილეობდა შესარჩევ ტურში. მოსწავლეებმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს.''

კასრისწყლის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი გიორგი მათეშვილი:

''შედეგებით კმაყოფილები ვართ. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის. მოსწავლეებისთვის სტიმულია მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება.''

დუისის სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური:

საინტერესო იყო შესარჩევი ტური და მოსწვლეთა აქტიურობაც ძალიან მაღალი იყო. თავად პროექტი კი ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.

დუისის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი ნათელა ალდამოვი:

ტესტირებაში ორმოცმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ბარიერი გადალახა თერთმეტმა მოსწავლემ.ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი ,, ეტალონი’’ და ვაპირებთ რომ მომავალაშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა და სხვა მოსწავლეებმაც მიიღონ მონაწილეობა პროექტში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლამდელი ასაკის მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ისინი პრემიერთან შეხვედრას და გარდამავალი პერიოდის დაშვებას ითხოვენ

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს - ვადები და პირობები

 

პირველკლასელთა ასაკობრივი შეზღუდვის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაადგინეს ორი ნიშანი, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, გაარკვიეს მოცემული ნომერი საგუნდოა თუ საანსამბლო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

„25 თებერვალი გვახსენებს, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია“

 

 

სკოლაში ახარებთ ხელოვნების პედაგოგის პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა შემოქმედებითობა

საინტერესო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება