სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებს ექსკურსიებისთვის დამატებითი მოთხოვნები განესაზღვრათ - ცვლილება საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შევიდა
23-09-2020
-
+


საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით ცვლილებები შევიდა. რომლის მიხედვითაც განისაზღვრა დამატებითი მოთხოვნები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი ღონისძიების – ექსკურსიის დროს მგზავრთა გადაყვანისას.

1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი ღონისძიების – ექსკურსიის (შემდგომ – ექსკურსია) დროს მგზავრთა გადაყვანის შემთხვევაში დამატებით დაცული უნდა იქნეს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ექსკურსია არის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი გასართობი, შემეცნებითი ან/და სასწავლო ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს მგზავრთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანას და რომლის ორგანიზების/მოწყობის შესახებ გამოცემულია აღნიშნული დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი.

3. ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს:

ა) ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება, და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია, სულ მცირე, ექსკურსიის ორგანიზატორი/მომწყობი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელის, მასწავლებლის, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირის) ვინაობა, ყველა მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლებში გადაადგილებაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში, და მიახლოებითი მანძილი, რომლის გავლაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებიდან 5 წელი მაინც უნდა იყოს გასული.

5. ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მგზავრთა რაოდენობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ მისთვის დადგენილ სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

6. ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ყველა მგზავრი უსაფრთხოების ღვედით უნდა სარგებლობდეს.

7. ექსკურსიის ფარგლებში იმ მგზავრის გადაყვანისას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი საჭიროება.

8. ექსკურსიის ფარგლებში მგზავრებს უნდა ახლდეს ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, მასწავლებელი, ექსკურსიის ორგანიზატორ/მომწყობ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირი). იგი პასუხისმგებელია მათ მიერ უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობისათვის. ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.

9. თუ ექსკურსიის ფარგლებში გასავლელი მიახლოებითი მანძილი 500 კმ-ზე მეტია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

10. ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა სათანადო შიგთავსით. პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთის შიგთავსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

11. ექსკურსიის ორგანიზების/მოწყობის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასართობი, შემეცნებითი ან/და სასწავლო ღონისძიების – ექსკურსიის ორგანიზების/მოწყობის წესი.

ეს კანონი, გარდა ამ პირველი მუხლისა, გამოქვეყნებისთანავე ძალაშია, ხოლო პირველი მუხლი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება